ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში მოძრაობა დროებით შეიზღუდება – დეტალურად

თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„კერძოდ, 21 მაისს 20:00 საათიდან 00:00 საათამდე და 23 მაისს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან).

24 მაისს 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე.

24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან მშრალი ხიდის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით. ხოლო, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.

ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან), მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.

26 მაისს დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და  რუსთაველის გამზირზე,

ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება – რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.

ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე.

ასევე, მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.

მტკვრის ორივე სანაპიროდან ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.

ხოლო, რუსთაველის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გ. ჭანტურიას ქუჩამდე.

ასევე, მოძრაობა შეიზღუდება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზე.

გარდა ამისა, მელიქიშვილის ქუჩისა და მთაწმინდის რაიონის მიმართულებით, გადაადგილება თავისუფალი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ “რუსთაველთან” მისვლა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი, იმოძრავებს მერაბ კოსტავას და  მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებიდან,  მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. შემდეგ კი, მოძრაობა დადგენილი სქემით განხორციელდება.

უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მარშრუტები, ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით  და  მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან. ამის შემდგომ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ავტობუსები:  N316, N324, N364,N 380, N382, N383, N399  სვლას დაასრულებენ ამაღლების ქუჩა N11-თან, უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებენ. 

N541 მიკროავტობუსი, რომელიც ამაღლების ქუჩას ემსახურებოდა, მოძრაობას დაასრულებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან, რის შემდეგაც მარჯვენა სანაპიროს გავლით,  დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით.

გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით  მოძრავი ავტობუსები: N344, N350,N371 და მიკროავტობუსი N547 ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, საიდანაც, ბარათაშვილის ხიდით,  ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

N337 და N309  ავტობუსები, რომლებიც ავლაბრის მოედნიდან უკავშირდებოდნენ მერაბ კოსტავას ქუჩას, ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ, რის შემდეგაც  მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები