პარასკევი, მაისი 23, 2025

26 მაისის დაზარალებული ნოდარ არველაძე – ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა, წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს, შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა, ნოდარ არველაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აქციის დარბევის დეტალები გაიხსენა.

როგორც ნოდარ არველაძემ აღნიშნა, დაახლოებით ხუთი ადამიანი სცემდა ხელკეტებით. მისივე თქმით, აქციის სხვა მონაწილეები მასზე მეტად იყვნენ ნაცემი.

„ვიყავით მიტინგზე, წვიმა დაიწყო, აღარ გვაცადეს დაშლა, შემოვარდნენ და დაგვიწყეს ცემა-ტყეპა. ზოგი იქით გავიქეცით, ზოგი აქეთ. მე პირველი საშუალო სკოლისკენ გავიქეცი, იქ დამიჭირეს და მცემეს. დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით [მირტყამდა]. პირველი თავში მომარტყეს. მერე ხელები შეგვიკრეს და ასფალტზე გადმოგვათრიეს. მერე იქიდან წაგვიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. მერე იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტად ნაცემი სხვები იყვნენ. მთელი ღამე იქ ვიყავით და დილით გამოგვიშვეს“, – განაცხადა ნოდარ არველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Amnesty International – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება , - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირია.“მაშინ, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტები საქართველოს მასშტაბით იმართება, პოლიციის მიერ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და უკანონო გაშიშვლების მოთხოვნით ჩხრეკების შესახებ ცნობები სულ უფრო ხშირი ხდება.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება”, - ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

სოზარ სუბარი: 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საელჩოში გამართული კონსულტაციები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.„ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიოდა და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში.დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით - ცდილობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის ჰეროიზაცია მოახდინონ.26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ, ამერიკის საელჩოსგან განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ესტონეთის ელჩი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში

ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.“ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.საქართველოში რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში”, - წერს მარდისალუ-კაჰარი.

შეიძლება თუ არა, ბავშვისთვის სახელის დარქმევა გარდაცვლილის პატივსაცემად

სახელი არ არის მხოლოდ ბგერების კომბინაცია, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს ვუწოდებთ. ეზოტერიზმისა და სულიერების სამყაროში სახელს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს.როგორც ეზოტერიკოსები ამბობენ, დაბადებისას მინიჭებული სახელი ატარებს ენერგიულ არსს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მის ბედზე.რას ნიშნავს სახელი ადამიანისთვის?სახელი, უძველესი რწმენით, ასოცირდება მფარველ ანგელოზთან, ბედთან და კარმასთან. დაბადების მომენტში თითოეული ჩვენგანი იღებს საკუთარ სახელს და გვარს, რომელიც ატარებს არა მხოლოდ პიროვნულ თვისებებს, არამედ ჩვენი წინაპრების მიერ დასახულ ამოცანებს და დაცვას უხილავი ძალებისგან. თუმცა, ბავშვისთვის სახელის არჩევისას მშობლები და ახლობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ამ სახელის მომავალ შვილზე გავლენის გათვალისწინებით.ტრადიციად ითვლებოდა, რომ ბავშვისთვის ცოცხალი ნათესავის სახელის დარქმევას შეუძლია უარყოფითი ძალების მოზიდვა. ამიტომ მშობლები ცდილობდნენ აერჩიათ უნიკალური სახელი, რომელიც ხაზს გაუსვამდა პიროვნების ინდივიდუალობასა და ბუნებას.მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალურია გვართან დაკავშირებული საკითხებიც. როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდებიან, არა მხოლოდ მათი ენერგია, არამედ მათი წინაპრების ოჯახური ფესვებიც არის გადაჯაჭვული. განქორწინების შემთხვევაში ეს ენერგიული კავშირები არ ქრება და ყოფილი მეუღლის პოზიტიური მოგონებების შენარჩუნებამ შეიძლება პოზიტიური ენერგია შემოიტანოს თქვენს ახალ ცხოვრებაში.ასევე მნიშვნელოვანია ოჯახური კავშირების დამახსოვრება და მამის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, თუნდაც ის არ  მონაწილეობდეს ბავშვის ცხოვრებაში. თქვენი წარმომავლობისა და ფესვების ცოდნა არის საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და თქვენი ბედის გაგების გასაღები. აუცილებელია მამის ჩართვა ოჯახურ სისტემაში, რათა ბავშვმა გააცნობიეროს თავისი ფესვები და ააგოს თავისი ცხოვრება ჭეშმარიტებისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე.მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინებისთანავე გვარის შეცვლის გადაწყვეტილება თითოეული ქალისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, უძველესი მოძღვრების თანახმად, ეს ასევე არის დამატებითი დაცვა ქმრის ოჯახიდან, რაც ქმნის საერთო ენერგეტიკულ ფარს ახალი ოჯახისთვის. ვიქტორია რიდოსის თქმით, წინაპრების ეს დაცვა ადამიანის ბედის განუყოფელი ნაწილია.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას გაგრძელდება.„ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს – 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბოლო სიახლეები