შაბათი, მაისი 24, 2025

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

მანამდე კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

მიღებაზე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები. გამოიფინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.სუს-ის ინფორმაციით, გადაუდებელი ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება.

🎥„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი…“ – თამო ვაშალომიძის კიდევ ერთი ლუქი კანის ფესტივალზე

TAMO'S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე საფრანგეთის ქალაქ კანში იმყოფება, საიდანაც „ინსტაგრამ“ გამომწერებს კადრებს უზიარებს.პირველ დღეს თამო ვაშალომიძეს ქართველი დიზაინერის, Temo Chérie-ს ულამაზესი შავი, თვლებით გაფორმებული კაბა ჰქონდა მორგებული, მეორე დღეს კი წითელ ხალიჩაზე, წითელი ფერის კაბით წარდგა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი დღეს და ამ კაბით ქალურობა, სიძლიერე გამომეხატა“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.  

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის გამარჯვებულია.ფინალურ შეხვედრაში ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიქი ვერ შეასრულეს, ხოლო ფურცელაძემ ტაიბრეიქზე მეტოქის 5 ჩაწოდება მოიგერია. რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველმა გადამწყვეტი ბრეიქის მოპოვება მე-10 გეიმში მოახერხა.საბა ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვებით საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.

ჯეი დი ვენსი – საგარეო პოლიტიკაში გვქონდა ხანგრძლივი ექსპერიმენტი, ალიანსების შენარჩუნება და ეროვნული თავდაცვა უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვა სახელმწიფოების შენებაზე იყო...

საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, ეროვნული თავდაცვა და ალიანსების შენარჩუნება უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევასა და სხვების სახელმწიფოს შენებაზე იყო გაცვლილი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მერილენდის შტატში, აშშ-ის საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის უდავო დომინირების ეპოქა დასრულდა, ქვეყანა კი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების მხრიდან და მოუწევს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება.როგორც ვენსმა აღნიშნა, ტრამპის ბრძანებამ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანა სიტუაცია, რაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომლის მიხედვითაც, დაჯგუფება დათანხმდა სპარსეთის ყურეში ამერიკულ საზღვაო სამიზნეებზე თავდასხმების შეჩერებას.„ფრთხილად უნდა ვიყოთ დარტყმის გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ როდესაც დარტყმას ვაკეთებთ, ძლიერად ვაკეთებთ და ამას გადამწყვეტად ვაკეთებთ. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი ექსპერიმენტი გვქონდა, რომლის დროსაც ეროვნული თავდაცვა და ჩვენი ალიანსების შენარჩუნება სახელმწიფოს მშენებლობასა და უცხო ქვეყნების საგარეო საქმეებში ჩარევაზე იყო გაცვლილი, მაშინაც კი, თუ ამ უცხო ქვეყნებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო ამერიკის ძირითად ინტერესებთან. აღარ იქნება განუსაზღვრელი მისიები, აღარ იქნება გაურკვეველი კონფლიქტები“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპზე ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპი დაასრულეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გადასცეს.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტყვეების გაცვლა სტამბოლში 16 მაისს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხდება.რუსეთს და უკრაინას შორის ტყვეები გაცვლის პირველი ეტაპი 23 მაისს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს 390 პირი გადასცეს.სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ბოლო სიახლეები