25 წლის ლაშა სამჭკუაშვილი თამაშ ,,ცოდნა ფულიას” გამარჯვებული გახდა
“კვარა”, მიყვარხარ”, – გიორგი მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ CANAL + Sport-ის ეთერიდან
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ვილიარეალის" შემტევ გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ CANAL + Sport-თან ინტერვიუ ჰქონდა, რომლის ბოლოსაც ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რამე სათქმელი ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც რთულ ტრავმას ებრძვის.“კვარა", ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე საკუთარი თავის რწმენა და იცოდე, მთელი საქართველო შენ გვერდით ვდგავართ... მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. მალე ისევ ერთად ვითამაშებთ... "კვარა", მიყვარხარ”, - ასე მიმართა გიორგიმ ხვიჩას.შეგახსენებთ, პსჟ-ს მარცხენა გარემარბმა ხვიჩა კავარცხელიამ "ბარსელონასთან" დაპირისპირებისას, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს მალე დაიწყებს.მიქაუტაძის "ვილიარეალი" კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში "კვარას" პსჟ-ს დაუპირისპირდება. გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი ჩემპიონების კარის აღებას შეეცდება. ჩვენებური ლიგაზე შესანიშნავია, "ლივერპულსა" და "ნაპოლის" გაუტანა, "ბორუსიასთან" კი კუთხურიდან საგოლე პასი შეასრულა.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს.სამიტზე ასევე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.სამიტის სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი”
ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, “დებატების” ეთერში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა შავაძის შესახებ ისაუბრა, სიცრუეა.“რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარის კოორდინატებსო, რაც არის ტყუილი!მსგავსი ბრალდება როინ შავაძის მიმართ არც ყოფილა, არც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და, იქვე, პრაქტიკულად მან გაამართლა როინ შავაძის მკვლელობა.კიდევ ერთხელ, სტრასბურგს დავეყრდნობი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შავაძე გაქცევას აპირებდა და მისი მოკვლა იყო აუცილებელი, არც მის მიმართ რაიმე ძალის გამოყენება იყო საჭირო. ასევე, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ შავაძე იყო ნაწამები, სანამ გარდაიცვლებოდა,” – აცხადებს სოზარ სუბარი.
სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ლევან გობრონიძეს დაუდგინდა მეოთხე სტადიის პაპილარული ადენოკარცინომა, დაავადება ორგანიზმში რამდენიმე ადგილას არის გავრცელებული და აქვს მეტასტაზები. იმუნოთერაპიის კურსის გაგრძელება ძვირი ჯდება, თითო დოზა დაახლოებით 5 000 დოლარი, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს აღარ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – GE29BG0000000783944200თიბისი ბანკი – GE52TB7769445064300016მიმღები ლევან გობრონიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალებით ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, მკვლევარი და ინოვატორი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებაში.მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა საავტომობილო ძრავების სიმძლავრის, ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების კვლევასა და გაუმჯობესებას, ძრავებში ალტერნატიული საწვავის გამოყენებას, ახალი ტექნოლოგიური მანქანების შექმნას, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესებისა და მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლას, რობოტიზებული სისტემების დამუშავებასა და ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებას.2006 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პრიორიტეტულ სამეცნიერო პროგრამას - „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში“, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა დისტანციურად მართვადი მობილური მანქანების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ჩარხების შექმნისა და სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების მიმართულებით.თამაზ ნატრიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი. მისი ცოდნა, გამოცდილება, სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური ხედვა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული მეცნიერებისთვის.თამაზ ნატრიაშვილის სახელი და ღვაწლი მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული სამეცნიერო საზოგადოების ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოწაფეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს.შვილის გარდაცვალებით გამოწვეული აუნაზღაურებელი ტკივილის მიუხედავად, მან ღირსებითა და თავდადებით განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა. დღეს კი მისი წასვლით კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი განიცადა ოჯახმა, მეგობრებმა და სრულიად ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ.ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
