პარასკევი, დეკემბერი 12, 2025

25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.ამ თარიღთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.

მაშინ დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო. თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი შარშან მასშტაბურად აღინიშნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის ხაზინამ ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ექვს ნავთობტანკერსა და მათთან დაკავშირებულ გადაზიდვის კომპანიებს, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლის სამ ძმისშვილს დაუწესდათ.მედიის ცნობით, სანქცირებულთაგან ოთხი ტანკერი, მათ შორის 2002 წელს აგებული H. Constance და 2003 წელს აგებული Lattafa, პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, დანარჩენი ორი კი კუკის კუნძულების და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ.სანქციები დაუწესდათ ვენესუელის პირველი ლედის, სილია ფლორესის, ძმისშვილებს, რომლებიც ნარკოგარიგებებში მონაწილეობის გამო 2016 წელს ჰაიტიში დააკავეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2022 წელს ვენესუელასთან პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში 11 დეკემბერს დააკავა, სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას. შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე...

"_ პური ყველას აჭამე, მაგრამ პურს ყველასთან ნუ შეჭამ. გაჭირვებულს ყველას დაეხმარე, მაგრამ თავად გაჭირვებაში მყოფი, ყველასგან ნუ მიიღებ დახმარებას, არაფერია იმაზე დიდი ტრგედია, ვიდრე უღირსი კაცის წინაშე ვალში ყოფნა.. თუკი ბეჩავს შეხვდები მუხლზე დაჩოქილს, მასთან ერთად დაიჩოქე და ისე უშველე წამოდგომაში... შენზე ძლიერის წინაშე კი არასოდეს იკადრო Მუხლზე დადგომა.. Გახსოვდეს, სიტყვა "ადამიანი" ზოგჯერ "ღვთის ხატის" მნიშვნელობით გამოიყენება და ზოგჯერ "ცხოველის ხატისა"... კაცობა ის არის, ღვთის ხატად შექმნილი კაცის სახელით რომ წახვალ ამქვეყნიდან.. ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე... ბევრს რომ მიაღწევ, იმათ გაუნაწილე ვისაც არაფერი აქვს, შენთვის კი ისევ ცოტა დაიტოვე... ჩვენ გვიჭირს ცუდ ადამიანებთან მეგობრობა და თავს ვარიდებთ მათ... ჰოდა, ისე არასოდეს მოიქცე, რომ ღმერთს გაუჭირდეს შენთან მეგობრობა"მამა გაბრიელი

საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს ოთახიდან გაიპარა და კარადის ქვეშ მოჰყვა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე საბავშვო ბაღში 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მცირეწლოვანს სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღმზრდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოა.პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურებაც დააკისრეს...უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღში არ იყო შექმნილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.წყარო: „ქართლის ამბები“

დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს.უწყების ცნობით, დიზაინერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. ახალგაზრდას ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ბოლო სიახლეები