23 წლიანი ლოდინის შემდეგ ოჯახში სამი ტყუპი გაჩნდა
საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან, პარლამენტში ინიცირებულია
ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესზე – არავის მივცემ უფლებას, შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ
არავის მივცემ უფლებას, შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს ესწრება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილია.„დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დავიკითხები როგორც მოწმე, უბრალოდ ჩემი პოზიცია უნდა დავაფიქსირო. ჩემი ჩვენება უდაოდ ჩათვალეს, მაგრამ უდაოა ის ფაქტიც, რომ ეშინიათ ეკა კუპატაძის სიტყვის. შეიძლება მეორე კურდღლის დაჭერასაც ფიქრობენ, რადგან სწრაფი მართლმსაჯულება მოიაზრებს შემამსუბუქებელ გარემოებას სასჯელის შეფარდების დროს. თითქოს ეკეკლუცებიან მართლმსაჯულებას, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი: ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს მალანია მას შემდეგ გააცნო, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა. არავის მივცემ უფლებას შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ",- განაცხადა კუპატაძემ.ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს, უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი უნივერსიტეტის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო სივრცეებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, საგანმანათლებლო მოდულების განვითარებას, უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებას.მხარეებმა ასევე იმსჯელეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებზე, ინოვაციების დანერგვაზე, სტუდენტური მობილობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობის გაზრდაზე.სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების მიმართულებით აქტიურად ვითარდება. პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას Erasmus+ პროგრამა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტები ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებს, სამუშაო პაკეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს ახორციელებენ. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რომლებიც უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევენ, გააძლიეროს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო კომპონენტი და საერთაშორისო პროექტებში აქტიური, მათ შორის, ლიდერი როლი შეასრულოს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორობა კონკრეტულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო შედეგებში ტრანსფორმირდეს და შესაძლებლობები, რომლებიც ამ თანამშრომლობას მოაქვს, უშუალოდ აისახოს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოების განვითარებაზე“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განვითარების თვალსაზრისით.„ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტებმა არა მხოლოდ ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, არამედ კონკრეტული სამუშაო მიმართულებებისა და სამუშაო პაკეტების განხორციელების მიმართულებითაც ითანამშრომლონ.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო პროექტების მართვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ჩვენ მზად ვართ, ეს გამოცდილება გავუზიაროთ პარტნიორებს და, ამავე დროს, მათგანაც მივიღოთ ის ცოდნა და პრაქტიკა, რომელიც ჩვენი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუდენტური მობილობის გაფართოებასაც. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ აკადემიურ აქტივობებში, რაც მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.„თანამედროვე უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შეუძლია მას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სტუდენტურ და აკადემიურ მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებსა და საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ჩართულობას“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.დავით გურგენიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და უზბეკეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ მნიშვნელობას: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო სივრცეებს შორის კავშირების გაძლიერებას. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ ორ რეგიონს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს. ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევქმნათ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ახალი საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა მან.შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. აღნიშნული მიმართულება უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მხარეებმა იმსჯელეს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის, ახალი სასწავლო მიდგომების დანერგვისა და უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIUT) შორის თანამშრომლობა სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობას ეფუძნება - საერთაშორისო პროექტებს, აკადემიურ პარტნიორობას, გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტურ მობილობასა და სამეცნიერო თანამშრომლობას. რექტორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც უკვე მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, ისე ახალი ერთობლივი ინიციატივების მიმართულებით.
მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი კერძოდ - 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ომის შემდეგ დაადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს
ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.„განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა გესხმის, მთელ თავის ჯარს გაყრის, მთელ თავის ბომბებს გაყრის თავზე და ბოლოს იფარგლება ძალიან მცირე ტერიტორიების კონტროლით – ძირითადი ნაწილი ისედაც მანამდე ჰქონდა მიტაცებული – და ისევ საქართველო ვითარდება, ისევ წარმატებულია, ისევ ხელის გულზე დაჰყავს მსოფლიოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


