ცესკო 2201 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად დამდგარ შედეგებს აქვეყნებს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, 2201 უბნის დათვლის შედეგებით „ქართულმა ოცნებამ” 52,97% მიიღო.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” – 11,21%
მესამე ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იკავებს” – 9,84%
მეოთხე ადგილს ამ დროისთვის იკავებს „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” – 9.03%
მეხუთე ადგილზეა „გახარია საქართველოსთვის” – 8,23%