ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება

დედაქალაქის მერია ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, 300 ერთეულის შესყიდვა მოხდა. აქედან 120 უკვე ხაზზეა გაშვებული, ორშაბათიდან კი, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

22 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები მგზავრებს შემდეგ მიმართულებებზე მოემსახურება:

მიკროავტობუსი N437: სამღერეთის ქ. (ხერთვისის გადაკვეთაზე) – ცოტნე დადიანის ქ. – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N37.

N479: ბეღლეთისა და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების გადაკვეთა – ვაჟა ჩაჩავას ქ. (მ/ს “ისანი”).

N496: გლდანის VIII მ/რ (#34 კორპუსის მიმდებარედ) – მ/ს “ახმეტელის თეატრი” (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N96.

N414: რკინიგზის გადასასვლელი ხიდი – ოთარ ღუდუშაურის ქ. – ძმობის II ქუჩა. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N14.

N436: ჯავის ქ. (#75-ის მიმდებარედ) – თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N36.

N448: გომარეთის ქ. (ბახმაროს ქუჩის გადაკვეთა) – ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.

N504: თიანეთის ქ. (#65-ის მიმდებარედ) – მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. #137 (აბასთუმნის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N204.

N576: ნიაბის ქ. – მ/ს ,,ავლაბარი”. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N76.

N583: საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი “თბილისის ზღვის პლაზას” მიმდებარე ტერიტორია – მ/ს ,,ვარკეთილი” (საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N83.
N425: მ/ს “ახმეტელის თეატრი” – ომარ ხიზანიშვილის ქ. (გადასვლა გლდანის მე-3მ/რაიონი, კორპუსი #68″ბ”-ს მოპირდაპირედ) – მ/ს “ახმეტელის თეატრი” (მიმდებარედ)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N225.

N429: მ/ს “ახმეტელის თეატრი” – მუხიანის IV ბ მ/რ კორპუსი #42-ის მიმდებარედ. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N29.

N444: მუხიანის III მ/რ (#5″ა” კორპუსის მიმდებარედ) – მ/ს “ახმეტელის თეატრი”. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N144.

N445: მუხიანის I მ/რ (#16 კორპუსის მიმდებარედ) – მ/ს ,, ახმეტელის თეატრი” (ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N45.

N453: ზღვის უბნის IV მ/რ, კორპუსი #4-ის მიმდებარედ – მ/ს ,,ახმეტელის თეატრი” (ა. გობრონიძისა და თ. შეშელიძის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N153.

N480: მ/ს “ახმეტელის თეატრი”(მიმდებარედ) – ხოჭოს ტბის ქ. (ნასერალის ქედის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N180.

N486: მ/ს “ახმეტელის თეატრი” (მიმდებარედ) – ი. ვეკუას ქ. – მ/ს “ახმეტელის თეატრი” (მიმდებარედ)(წრიული).ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N86.

N508: მ/ს ,,ახმეტელის თეატრი” – ავშნის ქ. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N8.

N509: სამხედრო დასახლება (მუხიანი, #202 კორპუსის მიმდებარედ) – მ/ს “ახმეტელის თეატრი” (ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N9.

N510: გლდანის V მ/რ (#7,8″ა”,6 კორპუსების გავლით) – ანაპის 414-ე დივიზიის ქ. – მ/ს “სარაჯიშვილი” (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N210.

N511: ნიკო კეცხოველის ქ. (გლდანის III”ა” მ/რ, #19 კორპუსის მიმდებარედ) – მ/ს “ახმეტელის თეატრი” (მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N211.

N413: მ/ს “ვარკეთილი” – ნიკოლოზ ლანდიას ქ. (ვარკეთილის II მ/რ, კორპუსი #14-ის პირდაპირ, მოედანი). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსებს N1 და N3.

N420: რომანოზ ხომლელის ქ. – ჯავახეთის ქ. (ხომლელის ქუჩის გადაკვეთა)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N20.
N423: მ/ს “ვარკეთილი” (რ. ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთა) – საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. – რ. ხომლელის ქ. – მ/ს “ვარკეთილი” (რ. ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთა)(წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N223.

N424: მ/ს “ვარკეთილი” – ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ. – მ/ს “ვარკეთილი” (მიმდებარედ) (წრიული). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N24.

N524: მ/ს “ვარკეთილი” (ჯავახეთისა და რ. ხომლელის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ) – სავაჭრო ცენტრი ,,ისთ ფოინთი”-ს მიმდებარე ტერიტორია. ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N224.

N582: მ/ს “ვარკეთილი” (რომანოზ ხომლელისა და ჯავახეთის ქუჩების გადაკვეთა) – ლილოს დასახლება (IV კვ, #3 კორპუსის მიმდებარედ). ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N82.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები