ოთხშაბათი, ნოემბერი 4, 2026

22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება.

ერდოღანმა ყველას დაზარალებული მოქალაქეებისადმი სოლიდარობისკენ მოუწოდა, მათ შორის პოლიტიკოსებს, მედიას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი,დაშავდა – 51.

კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო მთის ფერდობთან არის განლაგებული, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე 282 მლნ ლარი დაიხარჯა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 69 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2 პროცენტით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევარების 55.1 პროცენტი ქალია, ხოლო 44.9 პროცენტი – კაცი. მკვლევართა 67.5 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7 პროცენტი – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).ამასთან, უწყების ანგარიშით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%), ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს.საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 93 კაფსულა  ,,ლირიკა", „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 კაფსულა „ტრამადოლი“.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი – მდიდრები და გავლენიანი ადამიანები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ფულით ცდილობდნენ, ამერიკელმა ხალხმა მათ გასცა პასუხი, რომ აშშ არ იყიდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.ჯეფრისი, რომელიც დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, აღნიშნავს, რომ პარტია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად იმუშავებს.„ჩვენ, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. ქვეყანაში ბევრი რამ არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ჯეფრისმა.მისი თქმით, ამერიკას სჭირდება კონგრესი, რომელიც ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.„მდიდრები და გავლენიანი ადამიანები ამ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ფულით ცდილობდნენ. ამერიკელმა ხალხმა მათ მკაფიო პასუხი გასცა და აჩვენა, რომ ამერიკა არ იყიდება“, – აღნიშნა ჯეფრისმა.ჯეფრისის განცხადებით, დემოკრატები ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.„ჩვენ გვესმის თქვენი, გხედავთ და ვგრძნობთ თქვენს სათქმელს. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები მზად ვართ, თქვენი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ“, – განაცხადა ჯეფრისმა.

“უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი დაიღუპა ავარიის დროს”

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დღეს ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში. რიონჰესთან ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. მდინარეში გადავარდნილ ავტომობილს მაშველები ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. სამწუხაროდ, გაირკვა, რომ ორივე ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაღუპულები ქუთაისში მაცხოვრებლები არიან - მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი. მათი ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა მიმდინარეობს. უმძიმესია მომხდარით გამოწვეული ტკივილი. ყველა განიცდის მომხდარს და გლოვაა ქუთაისში. “ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა ავარიის დროს. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. არ ვიცი, რა ვთქვა, შოკირებული ვარ ან მისმა დედამ როგორ უნდა გაუძლოს ამ უსაშველო ტკივილს. გული გამეყინა. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მართლა ყველასგან რომ გამოირჩეოდა ბავშვობიდან ისეთი იყო. ჩემს თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. ჩემი შვილის თანაკლასელი და საუკეთესო მეგობარია. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ჩვენი უსაყვარლესი მათუნა არ გვყავს... სტუდენტი იყო, წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობდა, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, 20 წლის ბიჭი აღარ არის, ეს მწარე რეალობაა,”- გვითხრა მათეს მეგობრის დედამ და საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო. დადებითად ახასიათებენ ავარიისას დაღუპულ მეორე ახალგაზრდას, ბერდია ხაბულიანსაც. “შოკში ვარ, ჩვენი ბერდო აღარ გვყავს. როგორი გაზრდილი შვილი. ეს არ უნდა მომხდარიყო”, - ამბობს მისი ახლობელი. კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა არის სახიფათო. “ცოდვა მადლის გაკითხვაა იქ, ისეთი მდგომარეობაა. არც მოაჯირები არის, არც გზა ვარგა, ქვები ცვივა და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვწვალობთ სანიაღვრე სისტემის გაწმენდას, გზის გასუფთავებას ხედვა რომ იყოს, მოსახლეობამ რომ არ გაწმინდოს მძღოლი შემხვედრს ვერ შეხედავს და გარდაუვალია საფრთხის აცილება... უპატრონო ქვეყანა ვართ, არაერთხელ მიმართა მოსახლეობამ მერიას ჯებირებზე. საკუთარი ძალებით ვწვალობთ რამე გაკეთდეს, ასე როგორ შეიძლება ასე უყურადღებობა. მოსახლეობა ვითხოვთ წლებია მოაჯირებს და არ აკეთებენ, არის სახიფათო გზა”, - წერს სოციალურ ქსელში იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერთ-ერთი ქალბატონი და ითხოვს ხელისუფლებამ სასწრაფოდ საჭირო ზომები მიიღოს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. “კვირის პალიტრა” უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის წევრებს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო. თეა ხურცილავა  (სპეციალურად საიტისთვის) წყარო: kvirispalitra.ge

გიორგი გაბუნია – ფოტოების გადაღება როდიდან გახდა ევროინტეგრაციის კრიტერიუმი, არ ვიცი, ზელენსკის უამრავი ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, კოსთან, კალასთან, მაგრამ სისხლში და...

როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა – კარგი ფოტოები, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა.გიორგი გაბუნია გამოეხმაურა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ჟურნალისტ მარია ტადეოს შეკითხვას: „ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.„ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა“, – დაწერა გიორგი გაბუნიამ.  

ბოლო სიახლეები