ოთხშაბათი, დეკემბერი 3, 2025

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები.  2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან.  ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი – არა. ეს აბსურდია, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა დრო დასჭირდება რეალურად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ  საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.

„მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.  ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. კანონი გამჭვირვალობას ეხება. კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დეკლარაციის წარმოდგენას, თუ მათი ბიუჯეტის 20 პროცენტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი.

ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში.

საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა

განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, განათლების რეფორმის კონცეფციაც, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.„ჩვენს ამომრჩევლებს ზუსტად ის დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა და ამომრჩეველმა მხარი ამას დაუჭირა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმა კომპლექსურად და პარალელურად მოხდეს, რადგან ეს ერთი მეორის გაგრძელებაა და ერთმანეთი უნდა შეავსონ. კონცეფციას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ინფრასტრუქტურულ საკითხებთან ერთად მთავარია შინაარსი. დღეს ეს შინაარსობრივი მიდგომა იყო წარმოდგენილი როგორც სახელმძღვანელოების, განათლების ხანგრძლივობის, სასკოლო დისციპლინის, სწავლაზე კონცენტრირების მიმართულებით. ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ამას ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,ქართული ოცნება” არ აპირებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია უყურადღებოდ დატოვოს და ყველა ინსტანციაზე მოხდება ამ საჩივრის წაყენება” – მარიამ ლაშხი

ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ დავას ცილისწამებისთვის საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოებში გეგმავს. საქართველოში კი ძიება სუს-მა ორი მუხლით დაიწყო - საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია უყურადღებოდ დატოვოს."ვხედავთ ამ სიყალბეს და სიცრუის კამპანიის ნაწილში, რომ თავად წყაროც უკვე გაემიჯნა საკუთარ თავს, რაც, კიდევ ერთხელ, სასაცილო მდგომარეობაში აყენებს როგორც საკუთარ თავს, ასევე ამ სიუჟეტის ავტორს. "ქართული ოცნება" არ აპირებს, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია უყურადღებოდ დატოვოს და ყველა ინსტანციაზე მოხდება ამ საჩივრის წაყენება," - აცხადებს მარიამ ლაშხი.

მიხეილ ყაველაშვილი – „ქართული ოცნების“ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ყველა მნიშვნელოვან შეკრებაზე, ევროკავშირის დროშები უხვად იყო წარმოდგენილი და ეს წლების განმავლობაში მუდმივად ასე ხდებოდა.„სამწუხაროდ, როგორც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მხარდაჭერა დღეს უფრო ნაკლებია. დავფიქრდეთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 60 პროცენტი – „ქართული ოცნებას“, რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე „ქართული ოცნებას“. მაშინ, რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის?“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფი“ -ს საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (საერთო წონა - 386 გრამი) შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83 879 ლარი შეადგინა.ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ მოქალაქეთა მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს“ – სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქუჩაში ინფარქტი დაემართა, - ინფორმაციას Facebook-გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს."სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს.ექიმმა მარინა ჩხეიძემ დაუყოვნებლივ აცნობა ცენტრალურ სადისპეტჩეროს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევააა და ბრიგადა ჩერდება.ქუჩაში შუახნის მამაკაცი მოსახლეობას სკამზე ჰყავდა დასმული, გადმოცემის მიხედვით ის ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოულოდნელად გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მანქანა გააჩერა და გამვლელებს დახმარება სთხოვა.სამედიცნო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება. დაფიქსირდა დაბალი წნევა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და დაიწყეს კარდიოგრამის გადაღება, კარდიოგრამის გადაღების პროცესში მამაკაცმა მოულოდნელად დაკარგა გონება, არ იყო სუნთქვა და პულსი. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც წამებში გადავიდა ფიბრილაციაში.ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ წამოვიდა სინუსური ტაქიკარდია. პაციენტმა დაიწყო სუნთქვა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ფორს-მაჟორით გადაყვანილი იქნა კლინიკაში. კლინიკაში შესვლამდე პაციენტი სასწრაფოს მანქანაში გონზე მოვიდა.კლინიკაში დადასტურდა ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სადაც პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისია მკურნალობა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.#გვეამაყებაექიმი მარინე ჩხეიძეუმცროსი ექიმი მარიამ ბობოხიძემძღოლი შალვა მამალაძე#შენისიცოცხლისგადასარჩენად", - აღნიშნულია Facebook-პოსტში.

ბოლო სიახლეები