ორშაბათი, აპრილი 6, 2026

2022 წლის ასტროლოგიური ჰოროსკოპი – რას უნდა ველოდოთ 2022 წყლის (შავი) ვეფხვის წელს

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2022 წელი წყლის (შავი) ვეფხვის წელი იქნება. ის 2022 წლის 1-თებერვალს (თბილისის დროით 9:46 საათზე) დაიწყება და 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

2022 წელი – აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ვეფხვის წელს შეესაბამება (ასევე ვეფხვის წელი იყო: 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010 წლები). დამდეგი წლის სტიქია – წყალია და შავ (ლურჯ) ფერთან ასოცირდება.

ვეფხვის წელი ჩინურ ნატურფილოსოფიასა და მეტაფიზიკაში ენერგიასთან, ძალასთან, სიმამაცესთან, ხელმძღვანელობის უნართან, მიზანსწრაფვასთან და ძალაუფლებასთან ასოცირდება.

აღმოსავლურ ზოდიაქალურ ციკლში ვეფხვის წელი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ენერგიულ წლად მიიჩნევა. ჩინეთში ვეფხვი ცხოველთა მეფედ ითვლება, ამიტომ აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ ვეფხვის წელს მოაქვს დინამიკა და ვინც მას ფეხს ვერ აუწყობს, ის უბრალოდ, დამარცხდება.

ვეფხვი ყველგან შეიძლება ჩასაფრდეს. შეინიღბოს, შეეხამოს გარემოს და ჯუნგლებში არ გამოჩნდეს. გადამწყვეტ მომენტში კი ისკუპოს და მსხვერპლს თავზე დაახტეს. სწორედ ასე, 2022 წელს მოვლენები მოულოდნელად, სწრაფად, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე შეიძლება განვითარდეს. მოვლენების ასეთი განვითარება ბევრ ადამიანს აბნევს, ისევე როგორც ვეფხვის მოულოდნელი შეტევა მსხვერპლს აშინებს და ერთ ადგილზე აშეშებს. ამიტომ 2022 წელს ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და ადამიანმა მისი კონტროლის საშუალება ძალიან მოკლე პერიოდშივე სრულებით დაკარგოს.

ვეფხვის წელი შეტევის წელია (ის ამით განსხვავდება წინა, ანუ ხარის წლისგან, როდესაც მოვლენები გაცილებით ნელა ხდება). აქედან გამომდინარე, 2022 წლისთვის დამახასიათებელი იქნება რისკიანობისა და სიმამაცის გამოვლენა. ეს ფეთქებადი და უკონტროლო წელია, რომელსაც რადიკალიზმი ახასიათებს. მნიშვნელოვნად მოიმატებს აზარტულობის, ავანტიურიზმის და ხიფათის ალბათობაც.

2022 წელს “იან” (მამრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების აქტიურ, ენერგიულ გამოვლენაზე მიანიშნებს. წყლის სტიქიის მამრული ენერგია – ოკეანეა. ასევე ეს არის ზღვა და დიდი მდინარე. “იან” ენერგიის წყალს ახასიათებს ენერგიის ძლიერი, აქტიური გამოვლენა. მას დიდი ძალა აქვს, ამიტომ არ ფრთხილობს და არ ეშინია. ის შეიძლება აღელდეს, ნაპირებიდან გადმოვიდეს და დამანგრეველი გახდეს. მით უმეტეს, რომ “მებრძოლი” ვეფხვის წლის გავლენით კიდევ უფრო რთულ კომბინაციას ვიღებთ. ამიტომ 2022 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მოვლენების სწრაფი, დინამიკური და ზოგჯერ დამანგრეველი განვითარება.

როგორც მრავალსაუკუნოვანი ასტროლოგიური გამოცდილება გვიჩვენებს, ვეფხვის წელი შედის აღმოსავლური ასტროლოგიის ყველაზე სახიფათო ტრიადაში. როგორც წესი, ვეფხვის წელში მრავლად ხდება მასშტაბური სოციალური ცვლილებები, პოლიტიკური მღელვარებები, გაფიცვები, სამხედრო თუ სახელმწიფო გადატრიალებები, შეიარაღებული შეტაკებები, ომები, ტერორისტული აქტები, თავდასხმა სახელმწიფო მეთაურებზე და ა. შ.

მთლიანობაში, 2022 წელი ენერგიული იქნება, ამიტომ ამ პერიოდში აქტიურ და გაბედულ ადამიანებს საკუთარი გეგმების კონკრეტულ ფორმებში გადაყვანის საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი წინა წლებში დაწყებული კრიზისისთვის თავის დაღწევას შეძლებს.

დამდეგი წელი ახალი, საინტერესო, შემოქმედებითი და ამასთან რეალური გეგმების წარმოქმნისა და მათი რეალიზაციის პერიოდი იქნება. შესაძლებელი გახდება წარსული გამოცდილების გადახედვა თუ მისი ახალი კუთხით გამოყენება, ახალი გეგმების დასახვა, ახალი პარტნიორების მოძიება და ახალი მეგობრების შეძენა. ასევე მოსალოდნელია ძველი კავშირების ტრანსფორმაცია და ახალი კომბინაციების შექმნა.

სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ-სოციალურ ურთიერთობებში მოსალოდნელია საკმაოდ სერიოზული გარდაქმნები და ცვლილებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ამგვარად, 2022 წელს უნდა ველოდოთ სერიოზულ ცვლილებებს და ხშირ შემთხვევაში სიტუაციების ძირეულად გადალაგებას. აქტიური და გაბედული ლიდერები, რომლებსაც რისკზე წასვლის არ შეეშინდებათ, უმეტეს შემთხვევაში წარმატებებს მიაღწევენ. ვეფხვის წელი “წყალობს” გაბედულ, აქტიურ, ენერგიულ, გამბედავ, მიზანსწრაფულ, ამტან და რისკიან ადამიანებს. ხოლო ყველა ის ადამიანი, რომელიც ლოდინზე ორიენტირებულია და მოქმედების დაწყებისთვის სამყაროსგან მინიშნებას ელოდება, დიდი ალბათობით შესაძლებლობებს ხელიდან გაუშვებს.

2022 წელი მოიტანს ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების კარგ საშუალებებსა და შესაძლებლობებს. ბევრ ადამიანს შემოქმედებითი და კარიერული კუთხით წინსვლის რეალური საშუალება გაუჩნდება. ამ წელს განვითარებული მოვლენები ადამიანებს დაეხმარება ახალ აღმოჩენებში, მიგნებებში, ასევე საქმიან კავშირებში წარმატების მიღწევაში. 2022 წელს – ხარის პატიოსნებას, მიზანსწრაფვასა და შრომისმოყვარეობას ვეფხვის ენერგიულობა, ბრძოლისუნარიანობა და რადიკალიზმი შეცვლის. 2022 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი იქნება 2020-21 წლებიდან გადმოყოლილი კრიზისების მოგვარება, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი გახდება ახალი მასშტაბური იდეების რეალიზაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ

ირანი 48 საათში შეთანხმებას თუ არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება „დღეებში და არა კვირებში“ სურს.„თუ ეს მოხდება, მოხდება. და თუ არა, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ. როგორც ვთქვი, ჩვენ ავაფეთქებთ. ეს იქნება ხიდის დღე და ეს იქნება ელექტროსადგურის დღე ქვეყანაში. ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.„არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ“, – თქვა ტრამპმა.შეკითხვაზე, გაახანგრძლივებს თუ არა ირანისთვის ვადას, რათა თეირანს მეტი დრო მისცეს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ შეთანხმების მისაღწევად.

რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან

ქრისტიანულ რელიგიაში დიდმარხვის ბოლო, აღდგომის წინა კვირას - ვნების კვირა ჰქვია. განსაკუთრებით მძიმე, აღდგომის წინა დღეებია.ვნების კვირაში მარხვა, ნაღვლიან განწყობილებას და წუხილს ქმნის, იმ წამების გამო, რაც იესომ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად გადაიტანა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი, მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებისას ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ვნების კვირა შედგება შემდეგი დღეებისგან: დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი, დიდი შაბათი - ვნება უკავშირდება ქრისტეს ტანჯვას, ვნებებს.მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს, დიდს ვუწოდებთ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ, პირველ შეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება, სრულად იკითხება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ბოლო შვიდეული, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეების გახსენებას ეძღვნება:საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმინდა ეკლესია, განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს.ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლმოდრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო…“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.ვნების შვიდეულში იკითხება: დილა - საღამოს ლოცვები, ფსალმუნები, სახარება შაბათ დილის ჩათვლით,ხოლო ოთხშაბათს დილას წყდება კითხვა ეფრემ ასურის.მუხლმოდრეკა და მეტანიები სრულდება შაბათს დილის ჩათვლით. შაბათს საღამოს და კვირას დილას მუხლმოდრეკა არ აღესრულება, ვინაიდან კვირა სწორია აღდგომისა.

„მონობის აჩრდილი“: როგორ აფასებენ ვითარებას პუტინის ოლიგარქები

„რუსეთი ფატალურად იგვიანებს“, - აცხადებს დრონების წარმოების მენეჯერი, ალექსეი ჩადაევი და ქვეყანას „ახალი წარუმატებლობების“ შესახებ აფრთხილებს. იმავდროულად, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა „ღრმა კრიზისზე“ საუბრობს და 12-საათიანი სამუშაო დღის შემოღებას ითხოვს. მათი კრიტიკა პირდაპირი და მოურიდებელია... პეტერ იუნგბლუტი („ბავარიის რადიო“ - BR24) უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გარშემო მიმდინარე დებატებს აკვირდება - ის რუსულ მედიას, ტელეგრამ-არხებსა და სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს. „ასეთი სტატიის გამო, ოპოზიციის ნებისმიერი წევრი ციხეში ღმოჩნდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რუსი პოლიტიკური ბლოგერი მილიარდერი მეწარმის, ოლეგ დერიპასკას სენსაციურ მოსაზრებას. არადა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ დერიპასკა პუტინის ოლიგარქების უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება.საკუთარ ტელეგრამ-არხზე დერიპასკამ პუტინის უსაფრთხოების ძალები „სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ნგრევაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციები აღარ იდება: „ეს ღრმა კრიზისია. ის რთული ცვლილებებით არის გამოწვეული - იმ გლობალური შესაძლებლობებიდან, რომლებიც ადრე გაგვაჩნდა, გადავედით რეგიონულზე, რასაც უამრავი შეზღუდვა ახლავს თან“.დერიპასკამ თანამემამულეების გაღიზიანება გამოიწვია შეთავაზებით, რომლის მიხედვითაც, მათ დღეში თორმეტი საათი, კვირაში კი ექვსი დღე უნდა იმუშაონ — დილის რვიდან საღამოს რვამდე: „ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ და რაც შეიძლება სწრაფად. ვაღიარებ, რომ ბევრი არჩევანი არ გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი გზაა და ის ჩვენს ეროვნულ ხასიათთანაა დაკავშირებული: მძიმე დროს, ჩვენ ერთად დგომა და კიდევ უფრო თავდაუზოგავი შრომა შეგვიძლია“. „როდის დაგვინაწილებენ ყმებად?“ მას შემდეგ, რაც დერიპასკამ სახელმწიფო აპარატისგან მხარდაჭერა მიიღო (მაგალითად, ყოფილი დეპუტატის, გენადი ონიშჩენკოსგან), მიმომხილველმა ოლეგ საროვმა (412 ათასი გამომწერი) სარკასტულად დაწერა: „ჩვენ სწრაფად ვუბრუნდებით საწყისებს. მეგონა, დერიპასკამ რაღაც სისულელე დაუფიქრებლად დაწერა. თურმე, არა - რა დაუფიქრებლად? XIX საუკუნეში დაბრუნების მთელი კამპანიაა დღეს გაჩაღებული. საინტერესოა, როდის აპირებენ ყმების ერთმანეთში განაწილებას?“სხვა რუსი ექსპერტები ირონიისგან თავს იკავებენ და სერიოზულად აცხადებენ: „მთავრობა მოსახლეობას, შესაძლოა, ტოტალური შრომითი მობილიზაციის სცენარისთვის ღიად და სისტემურად ამზადებს“. „ფუტკრები დილის 6-დან საღამოს 7-მდე შრომობენ“ ანალიტიკოსების შეფასებით, ანაზღაურებად „ზეგანაკვეთურ სამუშაოზე“ ოცნებაც არ ღირს, რადგან საამისოდ ფული არ არსებობს: „ქვეყანას გიგანტური პარამილიტარისტული ბანაკისთვის ამზადებენ, სადაც სამსახურიდან წასვლა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, ტრადიციული ხელფასები კი შესაძლოა ნაწილობრივ სასურსათო ტალონებმა შეცვალოს“.დერიპასკამ ამ კრიტიკას ირონიულად უპასუხა: მან აყვავებული ბაღის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფუტკრებიც კი ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 7-მდე „შრომობენ“. ამ კონტექსტში, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის 23 თებერვალს პუტინის ნათქვამი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, დერიპასკას მოთხოვნა „იწინასწარმეტყველა“: „საერთო მიზნებისთვის ერთად გამარჯვების უნარი ჩვენი არმიისა და ჩვენი მრავალეროვანი საზოგადოების უდიდესი ძალაა“.„რუსეთის თავზე ყმობის აჩრდილი ტრიალებს“, - აცხადებს კიდევ ერთი მიმომხილველი, რომელსაც 118 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი თქმით, დერიპასკამ „ამომწურავი პოლიტიკური დიაგნოზი“ დასვა: „პირველად მოხდა, რომ ძველი ეკონომიკური ელიტის წარმომადგენელმა ასე ღიად დაასახელა ის ჩიხი, რომელშიც ვლადიმერ პუტინმა ქვეყანა შეიყვანა. დერიპასკას ფიქრები იმის გაცნობიერებითაა განპირობებული, რომ „სტაბილურობა“, საბოლოო ჯამში, სტაგნაციად იქცა“. „რუსეთი ფატალურად იგვიანებს“ დერიპასკა სულაც არ არის ერთადერთი რუსი მეწარმე, რომელიც მომავალს შავ ფერებში ხედავს. განგაშის ზარს სცემს დრონების მწარმოებელი ალექსეი ჩადაევიც: „ამ ომში, რომელიც თავბრუდამხვევი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა ჰგავს ლოსს - ამერიკულ ირემს - რომელიც ავტომაგისტრალზე გავიდა. მისი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციის უნარი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილთან შეჯახება თავიდან აიცილოს. ის ვერც კი მოასწრებს რეაგირებას, ვერც კი დაინახავს, რა ეჯახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მანევრირებაზე. ჩვენ მიუღებლად, აუტანლად და ფატალურად ნელები ვართ ამ ომში“.საკუთარ პროგნოზში ჩადაევმა „შემდგომი წარუმატებლობები“ დააანონსა და ასევე იწინასწარმატყველა: „ჩემი მისამართით, რა თქმა უნდა, წყევლა-კრულვა წამოვა, როგორც ჩვენთან ყოველთვის ხდება“. „დესტაბილიზაცია შიგნიდან“ პოლიტოლოგი მიხეილ ვინოგრადოვი ამბობს, რომ ზოგიერთები დერიპასკას „მოჩვენებით აღშფოთებაში“ ადანაშაულებენ, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ის მართლაც გაბრაზებულია საკუთარი „უძლურების გამო“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი კრემლის „ფრიადოსან მოწაფეს“ ნამდვილად არ ჰგავს.ოლიგარქების მიმართ არაერთი კრიტიკის ფონზე, არხი „ორი მაიორი“ (Two Majors), რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო ბლოგს (1,18 მილიონი გამომწერი) მართავს, „დესტაბილიზაციაზე“ საუბრობს: „ჩვენ უკვე დავამკვიდრეთ ტერმინი „მეექვსე კოლონა“. მასში მოიაზრებიან მოღალატეები, რომლებიც ულტრაპატრიოტებად ოსტატურად ინიღბებიან და ქვეყანას ყალბი არგუმენტებით აზიანებენ“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ყველა ისრაელელი ბედნიერია აშშ-ის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება

ყველა ისრაელელი ბედნიერია ამერიკის უშიშარი მეომრების მიერ მამაცი ამერიკელი პილოტის წარმოუდგენელი გადარჩენით, ტრამპის გადამწყვეტმა ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელი პილოტის გადარჩენა მიულოცა.„ეს ადასტურებს, რომ თავისუფალი საზოგადოებები როცა იბრძვიან გამბედაობითა და მონდომებით, მათ შეუძლიათ, დაუპირისპირდნენ, ერთი შეხედვით, გადაულახავ სირთულეებს და დაძლიონ სიბნელის, ტერორის ძალები. ამერიკელი პილოტის გადარჩენა აძლიერებს წმინდა პრინციპს: არავინ რჩება გვერდით. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ორივე ქვეყნის ისტორიაში. როგორც ერმა, რომელმაც არაერთხელ განახორციელა გაბედული სამაშველო ოპერაციები, ისრაელელებმა და მე ვიცით, რა გაბედული გადაწყვეტილება მიიღეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა დიდი გამარჯვება აშშ-ს.

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

ბოლო სიახლეები