ებრაული სტარტაპი Eviation Aircraft-ი ელექტრო თვითმფრინავებით მგზავრებს 2021 წლიდან გადაიყვანს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პროექტის ფარგლებში 2020 წლისთვის პიველი საჩვენებელი ფრენის მოწყობა იგეგმება. ელექტრო თვითმფრინავი 9 ადგილიანი იქნება და 1200 კმ მანძილის დაფარვას შეძლებს და ჩვეულებრივ თვითმფრინავთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი ძრავით იქნება აღჭურვილი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ დოლარს აჭარბებს.
Eviation Aircraft-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც მცირე ზომის ელექტრო თვითმფრინავების წარმოება სურს. მსგავსი პროექტის განვითარებაზე ისეთი უმსხვილესი ავიამწარმოებლები მუშაობენ, როგორებიც “ეარბასი”, “ბოინგი” და “უბერი: არიან. კომპანიებს მხრიდან დაინტერესების მიზეზი მისი ეკონომიურობაა. ელექტრო თვითმფრინავი ნაკლებ ენერგიასა და საწარმოო დანახარჯებს მოითხოვს. სფეროს სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ გამოგონებით ატმოსფეროში გამონაბოლქვი შემცირდება.