ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

80-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, გაცნობითი და პრესტურები ტურები, პუბლიკაციები სხვადასხვა ღონისძიებები.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში მოგზაურთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 18,8%-ით მეტია.

ცნობადობის ამაღლებისა და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, ადმინისტრაციამ 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში აღიარებულმა გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემებმა და პლატფორმებმა საქართველო საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში შეიყვანეს.

საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთელი წლის განმავლობაში ჩაატარა ინტერნეტმარკეტინგული კამპანია სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ადმინისტრაციის პარტნიორმა კორპორაცია Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ წარმატებულ პროექტად შეაფასა.
2017 წელს მომზადდა სარეკლამო კამპანია მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე.

ღონისძიებას გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ომის დაწყება მარტივია, დასრულება – რთული: რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტის გაღვივებას?- ირანის ელჩი ალი მოჯანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება

„დაუმთავრებელი ომები იმ წუთიდან იწყება, როცა წარმოუდგენიათ, რომ ისინი მხოლოდ ორ დღეს ან ოთხ კვირას გასტანს“. ისტორიამ მრავალგზის დაგვანახა ეს შეცდომა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს გახლავთ: თუკი გუშინ ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი აგიზგიზდა, რა მოხდება ხვალ? შესაძლოა ამ ომის ხანძარი მისწვდეს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ჩრდილოეთ აფრიკას ან უფრო შორეულ რეგიონებს? ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ეს რეგიონები მოკლე დროში დაცარიელდეს სამხედროების, ხალხისა და ტურისტებისგან? გასული ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომის დაწყება იოლია, მაგრამ მისი დასრულება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. ეს არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო საკითხი. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამერიკელი ხალხის ინტერესებს, მსოფლიოს ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადაზიდვასა და მსოფლიოს არაერთი რეგიონის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეებისა და ტურისტების ატლანტის ოკეანის გადაღმა ტრანსპორტირება შესაძლებელია, რას იზამს ისრაელი ამ რეგიონების მოსახლეობასთან? წაიყვანს თუ არა მათ სახლში, რათა თავშესაფრებში ირანულ რაკეტებს დაელოდონ? გაოცებული ვარ, რეგიონში მყოფი ისრაელელი დიპლომატები რატომ არ იძლევიან საკუთარ საკონტაქტო ნომრებს? ნუთუ ომის გეოგრაფიის გაფართოების შიშით თვითონ ადრევე დატოვეს ეს რეგიონები? რას ნიშნავს მათი სიჩუმე? საიდან მოხვდნენ ხალხში? სიმართლეს მომავალი დღეები გამოავლენს. ისტორიის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სწორედ ესაა: ნებისმიერი ომის დაწყებამდე, მის დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

საქართველოს საგარეო უწყება – რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.“დღეს, რიადიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციში.

მარკო რუბიო: თურქეთზე თავდასხმები მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთზე თავდასხმა „მიუღებელია“.საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ „თურქეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აღუთქვა“.

კაია კალასი – არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ (5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე), კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია, შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.ამასთან, კალასმა ირანის მიერ კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უნართან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.„თუ ირანი ახლა თავის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას მიზანში ამოიღებს, საბოლოოდ მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის სინამდვილეში მარტო იბრძვის, თავის „პროქსებთან“ ერთად. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს სხვა სიტუაციებისგან ძალიან განსხვავდება“, – აღნიშნა კალასმა.

სენატმა არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.CNN-ის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 47-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 53 კი - წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.CNN-ი განმარტავს, რომ რეზოლუციას, დამტკიცების შემთხვევაშიც, წინ რთული ბრძოლა ელოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატაში გადასასვლელად მას სენატში შესწორების შეტანის სრული პროცესის გავლა და შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა, რისთვისაც კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.

ბოლო სიახლეები