კვირა, სექტემბერი 20, 2026

2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა

2017 წელს 6079 ავოტასაგზაო შემთხვევის შედეგად 517 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატი შსს დაყრდნობით დანაშაულის სტატისტიკასა აქვეყნებს.

მათ შორის სიმთვრალით გამოწვეული 160 შემთხვევა დაფიქირდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 260 იყო. გასულ წელს 2016 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 860 ერთეულით არის შემცირებული.

შემცირებულია გარდაცვლითა და დაზარალებულთ რაოდენობაც. კერძოდ 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა 9951 ადამიანი 2017 წელს 8461.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედია – ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს, მეორე ადგილზე კი 14,2% -ით კომუნისტური პარტიაა”

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ პირველადი მონაცემები ვრცელდება. რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს. როგორც დასავლური მედია წერს, ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს. პროგნოზის თანახმად, მეორე ადგილს რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტია" დაიკავებს ხმების 14,2%-ით. ამავდროულად, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

ტარიელ კაკაბაძე – როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. "როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქზე". როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.მინისტრმა წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.ხუციშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ის მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით შეასრულოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მხრივ. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების კუთხით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.

ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში არჩევნების შედეგებს, სადაც, ეგზიტპოლის მიხედვით, მისმა პარტიამ 5.5% მიიღო, „კატასტროფული“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ჩატარებული რეგიონული არჩევნების შედეგებს „კატასტროფული“ უწოდა.მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ შეუპოვრად იბრძოდა, მაგრამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა.ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა შეაქო „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მუშაობა ბერლინში და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს.„რეფორმები უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველას რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ. მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, რადგან მსურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, ურყევობას და მოთმინებას“, – განაცხადა მერცმა.ცნობისთვის, დღეს ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურა. მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზეა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია 35.5%-ით. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 5.5%-იანი შედეგით მესამე ადგილზეა, რაც რეგიონულ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ბარიერს მცირედით აღემატება.ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 24.5%-ით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება, რაც წინა არჩევნებთან შედარებით, 12.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული შედეგია. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20%-ით, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით, 8.2 პროცენტული პუნქტი დაკარგა. მესამე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 16%-ით. პარტიის შედეგი, წინა არჩევნებთან შედარებით, 6.9 პროცენტით არის გაზრდილი.

სტუ-ის რექტორი პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული შემოქმედი, რომლის ცხოვრება დაკავშირებული იყო ქართული სიტყვის, კულტურის, წიგნისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ პაატა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.პაატა ნაცვლიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და პროფესიული გზა ათწლეულების განმავლობაში ქართული სიტყვის, წიგნის, ჟურნალისტიკისა და ეროვნული კულტურის სამსახურს უკავშირდებოდა. იგი ერთდროულად იყო ჟურნალისტი და მწერალი, პოეტი და მხატვარი, რედაქტორი და გამომცემელი, დიზაინერი და მკვლევარი, ბიბლიოფილი და ფილატელისტი. ამ მრავალფეროვან საქმიანობას კი ერთი მთავარი მიზანი აერთიანებდა - ქართული კულტურული მეხსიერების შექმნა და დაცვა.პაატა ნაცვლიშვილის მოღვაწეობიდან ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მოღვაწეობის შესახებ, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს ორი ბუმბერაზი პიროვნებაა მჭიდროდ დაკავშირებული საქართველოში საინჟინრო განათლების, ტექნიკური აზროვნებისა და ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიასთან. მის მიერ ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენთვის, რადგან ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი და ტექნიკური აზროვნება, ხოლო გიორგი ნიკოლაძის სამეცნიერო, საინჟინრო, სპორტული და საგანმანათლებლო მოღვაწეობა იმ ინტელექტუალური მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემსახურება.პაატა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისი დამსახურებითაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე შემორჩენილი სახელები კი არა, დიდი ქართული ინტელექტუალური და საინჟინრო ტრადიციის ფუძემდებლები და სათავეებთან მდგომი მეცნიერები არიან.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები