საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, აგრობიზნესის მთლიანი (წარმოება) გამოშვება 2017 წელს 9.1 მლრდ ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. ეს მაჩვენებელი მოიცავს როგორც პირველადი პროდუქციის, ასევე პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებას.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2017 წელს 3.9 მლრდ ლარია, რაც 2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება, 2017 წლის წინასწარი მონაცემებით შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მთლიანი შიდა პროდუქტი საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 4,7 მლრდ ლარი იყო, რაც 3,7 %-ით აღმატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სოფლის მეურნეობის სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.7 მლრდ ლარს შეადგენს და 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პროცესში შექმნილ დამატებულ ღირებულებას.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში 2017 წელს შექმნილი დამატებული ღირებულება 2.0 მლრდ ლარს შეადგენს და 6.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.