IDFI-ის ცნობით, 2014-2017 წლებში დევნილის სტატუსი 1,232 ადამიანს ჩამოერთვა, მათგან ყველაზე მეტს სტატუსი 2015 წელს შეუჩერდა (625 ადამიანი).
2014-2017 წლებში ჯამში ლტოლვილის სტატუსი 26,752 ადამიანს შეუწყდა. ორგანიზაციის ცნობით, ეს უმეტესწილად 2014 წელს სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობამ განაპირობა. ამის მიუხედავად, მომდევნო წლებში დევნილის სტატუსი 5,567 პირმა აღიდგინა.