პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მხარდაჭერა და დაფინანსება, ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას – პრემიერი

2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა ამ თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მხარდაჭერა და დაფინანსება, ხელს უწყობს აღნიშნული დარგის განვითარებას.

„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის მონაცემები რომელიც გვქონდა ჩვენ 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა ამ თვალსაზრისით.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2012 წელს მევენახეობის შემოსავალი ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 50 მლნ ლარს, 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 306 მლნ ლარამდე, წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, რომელიც განხორციელდა 2014-2023 წლებში, დღეისათვის ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით გაორმაგებულია. მევენახეების მიერ რეგიონებში გაშენებულია 50 000 ჰა-მდე ახალი ვენახი, ესეც არის მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული წინსვლა ამ დარგში. 2012 წელს რეგისტრირებული იყო სულ 40 კომპანია, რომელიც აწარმოებდა ღვინოს ჩვენს ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული კომპანიები – საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტსაც ახორციელებს.

ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშან, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 260 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, მაშინ როცა 2012 წელს ანალოგიური მაჩვენებელი იყო 71 მლნ დოლარი. აქაც გვაქვს მრავალჯერადი ზრდა.

ძალიან დიდი მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის ფარგლებში. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე ბანკების მიერ გაცემულია 886 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 653 სესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენდა 58 მლნ ლარს. ასეთი ტიპის პროგრამები, მხარდაჭერა, დაფინანსება, ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას სამინისტროსა და პირადად მინისტრს აღნიშნული ღონისძიებებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კაჭრეთის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი – შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ბოლო სიახლეები