კვირა, აგვისტო 9, 2026

20-მა ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიცაა 20 ევროპარლამენტარი, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაითი, მიხაელ გალერი, ანდრჟეი ჰალიჩკი, დევიდ მაკალისტერი და სხვა ევროპელი კანონმდებლები.

20 ევროპარლამენტარი საკუთარი რეზოლუციის პროექტით კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით.

როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

„რეზოლუციის პროექტის ავტორები მტკიცედ იმეორებენ თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის  მიზნით. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული  ნებისმიერი ზიანისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ამასთან, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის სახელით დარეგისტრირებულ რეზოლუციის პროექტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„აღნიშნული პროექტი მკაცრად გმობს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დაშინების, ხმების მანიპულირების, ბიულეტენების ჩაყრის, არჩევნების დამკვირვებლებსა და მედიაში ჩარევის დოკუმენტურ შემთხვევებს და მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით, რომელიც იძლეოდა მრავალჯერადი ხმის მიცემის უფლებას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტით; მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას, შედეგების ლეგიტიმურობას, საზოგადოების ნდობას ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ და არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების საიმედო წარმომადგენლობას. ამასთან, დოკუმენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მოწოდებას საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომლებსაც, როგორც იტყობინებიან, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გახადოს ხმის მიცემის ოქმები ხელმისაწვდომი და საჯარო, რათა დაუშვას ამომრჩევლების გადამოწმება“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტი მიესალმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში ტექნიკური მისიის გაგზავნის შესახებ.

„მოუწოდებს მას და კომისიას ჩამოაყალიბონ მისიის ფართო მანდატი, რომელიც სცილდება ეუთო-ს არჩევნებზე სადამკვირვებლო ჩარჩოსა და მეთოდოლოგიის შეზღუდვებს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან ეუთო-ს მეთოდოლოგიას ყოველთვის არ შეუძლია, ადეკვატურად აღბეჭდოს ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ხელის შეშლის კარგად დამკვიდრებული სისტემა; სჯერა, რომ ასეთი ფართო მისიის მანდატი შესაძლებელს გახდის, შეაფასოს საარჩევნო ჩარჩოს მანიპულირება და სხვა გრძელვადიანი მოსამზადებელი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ხმის მოპარვას, ხმების მოსყიდვას, ამომრჩეველთა დაშინებას და საარჩევნო დარღვევებს, ამავდროულად, მამხილებელთა, მოწმეთა, მკვლევართა და ჟურნალისტთა ანონიმურობისა და დაცვის გარანტიას იძლევა იძულებისა და დაშინების ამჟამინდელ ადგილობრივ კლიმატში; მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ევროკავშირის მისიასთან და მიაჩნია, რომ თანამშრომლობის სურვილის არქონა კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს არჩევნების ლეგიტიმურობას“, – ნათქვამია პროექტში.

20 ევროპარლამენტარის რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლზეც.

„აღიარებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და მის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს შედეგები; თვლის, რომ, როდესაც ხმების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვნად შელახულია დარღვევების მასშტაბით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები; შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების აღიარებას და მოუწოდებს მათ ხელახლა ჩატარებას, პროცესის წარმართვას დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო ორგანოს მიერ, მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, რაც გამწვავდა გენდერული კვოტების გაუქმებით. პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებს. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაზე; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო და გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირში“, – ნათქვამია პროექტში.

რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და მოუწოდებს კომისიას და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული.

„ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლას განსაკუთრებით აფასებენ საქართველოს ახალგაზრდობა და რომ მისი გაგრძელება დამოკიდებულია ევროკავშირის ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებაზე; მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც მონაწილეობს საარჩევნო დარღვევებში. აღნიშნულ პროექტში ხაზგასმულია, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ასევე გაყინა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის  გაგრძელება არა მხოლოდ სამწუხარო მოვლენაა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, არამედ უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან დაუბრუნდეს გზას. ასევე, გამოთქმულია წუხილი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო მიუთითებს მმართველი პარტიის ავტორიტარულ ცვლილებაზე და ღალატობს ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია დოკუმენტში“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ასევე, დოკუმენტის ავტორები იხსენებენ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის სამიტზე იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის მიხედვით.

„ხაზს უსვამენ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი  შეჩერების შესახებ იყო სწორი. პროექტი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. რეზოლუციის პროექტი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ავტორები მოუწოდებენ ევროკომისიას, გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად იყო გათვალისწინებული, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა  საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციების პროექტებზე კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

დღესვე ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად და დაძლიონ პოლარიზაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვახტანგ კაპანაძე – დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი!

დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი! - ამის შესახებ გენერალ-მაიორი, პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს.მისი თქმით, ისტორიის გადაწერა მხოლოდ რუსეთს და სეპარატისტულ რეჟიმებს სჭირდებათ."რეალობა კი არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ოპერაცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა რუსეთმა და განხორციელდა კიდეც ფართომასშტაბიანი სწავლება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან.რაც ფაქტიურ მზადყოფნას ნიშნავდა ქვეყანაში შემოსაჭრელად.ზოგადად კი, რუსეთის მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ - საომარი, ნახევრად ფარული, თუ ჰიბრიდული, საერთოდ 1992 წლიდან იწყება.ასე რომ, ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი ოკუპანტია! და რაც ასევე უმთავრესია,მიუღებელია იმ გმირების შეურაცხყოფა, ვინც თავის სამშობლოსთვის ომობდა!" - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა.როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის მფლობელი ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპურია. ამავე ინფორმაციით, კაივანპური მსოფლიოს მასშტაბით მართავდა კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც „არალეგალურ ციფრულ აქტივობებს“ უჭერდა მხარს. კაივანპური ამჟამად დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა, ამასთან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კომპანია Shelbit-ის მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა.„ის მართავს კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომლებიც მხარს უჭერენ უკანონო ციფრული ვალუტის საქმიანობას. კაივანპური საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის (Shelbit) მეშვეობით მართავს Shelbit Exchange-ს (Shelbit Exchange). „გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის კომპანიამ Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართებზე მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნა. Shelbit Exchange-ის მისამართებიდან „გუშაგთა კორპუსის“ ციფრული ვალუტის მისამართებზე ასევე ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანხა გადაირიცხა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კაივანპური, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ფლობს კრიპტოკომპანიებს.

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ წაიკითხავთ, რომლის ამბავი „პრაიმტაიმმა“ წიგნად შემოუნახა მომავალ თაობას...2008 წლის აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძე ქართლში, სოფელ შერთულში დაიბადა და გაიზარდა, იქვე შეიყვანეს დაწყებით სკოლაში, შემდეგ საშუალო სკოლა მეზობელ სოფელში – ძევერაში დაამთავრა.“ბრძოლის ველზე გაჭრისას, ცოლშვილიანებს დასძახოდა: უკან დადექით! თავისავით საქორწინოებს კი წინ უხმობდა: საქორწინოები წინ წავედით! მოტივი მარტივი იყო – რას ეუბნებით თქვენს ცოლებს, შვილებს?ჰყვებიან, რომ ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის ჩაუცმევია… ნაღმმა მაშინ მოუღო ბოლო, როცა დაჭრილი ბიჭებისთვის ხელმეორედ იძახებდა სასწრაფოს…აგვისტოს ომის გმირის დედა, ნანული მაკრახიძე საკუთარი შვილის ამბავს იხსენებს:დედა: „ძალიან ჭკვიანი, დამთმობი და თბილი ბავშვი იყო… ცელქობდა, მაგრამ სერიოზული ხიფათები არასოდეს ჰქონია, ბავშვებთან, თუ თავის უფროს ძმასთან პატარა წაკინკლავების დროსაც კი, ყოველთვის დამთმობი იყო. არასოდეს ცდილობდა, თავისი გაეტანა… მეც, როცა სხვებთან ჩხუბობდნენ, რაც არ უნდა მართლები ყოფილიყვნენ, ყოველთვის ჩემს შვილებს ვამტყუნებდი…სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, ხუთოსანი იყო, ენერგიული, მუდამ წარჩინებულთა დაფაზე იყო გამოკრული. გამორჩეულად უყვარდა ისტორია, განსაკუთრებით საქართველოს ისტორია აინტერესებდა და მერეც, სკოლა კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდა, 24-25 წლისამ თავიდან გადაიკითხა მთელი საქართველოს ისტორია. ამბობდა, რომ საქართველოს ისტორია ყველა ქართველს უნდა სცოდნოდა… გერმანულს სწავლობდა ძალიან კარგად, რუსულსაც კარგად ფლობდა.სულ ოცნებობდა, რომ ექიმი გამოსულიყო. მერე იურისტობა მოიწადინა…“მაგრამ ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში, ფინანსებზე და საბანკო საქმეზე ჩააბარა. მაშინ გორში არც სამედიცინო ფაკულტეტი იყო, არც იურიდიული, მშობლებმა კი თბილისში ვერ გაუშვეს.დედა: „თბილისში ვერ გავუშვით, მინდოდა, ახლოს მყოლოდა, რომ ყურადღება მიმექცია, მისი თანაკლასელი რამდენიმე ბიჭი აბარებდა ეკონომიკურ ინსტიტუტში და ვურჩიეთ, აქ ჩაებარებინა, დაგვთანხმდა…“მეორე კურსი რომ დახურა, სავალდებულო ჯარში გაიწვიეს. ჯარის მოვლის შემდეგ, ინსტიტუტში სწავლა აღარ გაუგრძელებია.დედა: „სწავლა ვეღარ გააგრძელა. მერე ნანობდა, ძალიან ნანობდა, რომ უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ამან ძალიან შეუშალა ხელი. ბოლოს, როდესაც უფროსი სერჟანტის წოდება მისცეს, უფრო მაღალი უნდა მიეცათ, მაგრამ უმაღლესი განათლების უქონლობის გამო, არ მისცეს და გვითხრა კიდეც, რატომ თქვენ მაინც არ დამაძალეთ, რომ დამემთავრებინაო. გულს მაინც არ იტეხდა, ამბობდა, მაინც მივუბრუნდები და დავამთავრებო… ბოლოს, ჯარში ინგლისურს ასწავლიდნენ 8 ბიჭს, მაღალი ქულები ჰქონდა და სექტემბერში ამერიკაში აგზავნიდნენ ორთვიან სწავლებაზე და იქიდან დიდი წოდებით უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ აგვისტოში ომი დაიწყო…“დედა: „ რეზერვში ყოფნისას, ორფოლოში რომ გადიოდა წვრთნებს, ერთ-ერთ გენერალს შეუქია, შენ ნამდვილი ჯარისკაცი ხარო. როგორც ჯარისკაცი, ძალიან დისციპლინებული იყო, შენიშვნას არავის მიაცემინებდა და ძალიან ბევრმა ოფიცერმა ურჩია ჯარში სამსახურის გაგრძელება, ნამდვილ ჯარისკაცად ხარ დაბადებულიო, გადაწყვიტა, მართლაც ჯარში გაეგრძელებინა სამსახური. რომ გვითხრა, საკონტრაქტო ჯარში უნდა შევიდეო, არ მინდოდა, ვეხვეწებოდი, რასაც ჩვენ ვჭამთ, ის ჭამე, ოღონდ ნუ შეხვალ, ომი რომ დაიწყოს, ხომ იცი, პირველ რიგში თქვენ წაგიყვანენ-მეთქი. დედა, მასე რომ ვიფიქროთ, რა მოგველის, რანაირი ცხოვრება იქნება და თუ სამშობლოს დასჭირდა, ეგ მსხვერპლიც უნდა გავიღოთ, მარტო შენ ხომ არ გიყვარს შენი შვილი, აფხაზეთში რომ ბიჭები დაიღუპნენ, იმათ დედებს თავისი შვილები არ უყვარდათო? რაღა ცუდზე ფიქრობ, 21-ე საუკუნეა, ომი აღარავის უნდა, ხელს ნუ შემიშლითო.მოაგროვა საბუთები და ამ მოგროვილი საბუთებით 9 თვე ელოდა მიღებას. ყველას მოსწონდა, ნაკითხი, განათლებული ბიჭი ხარო. მიიღეს. 2004 წლიდან საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა. გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მზვერავების ოცეულში მეკავშირედ იყო. უბედნიერესი კაცი იყო პირველი ხელფასი რომ აიღო, არც ერთი კაპიკი თვითონ არ მოუხმარია, ყოველთვის ოჯახზე ფიქრობდა… ძმის ოჯახს ინახავდა… მეტყოდა ხოლმე, ფული ხელის ჭუჭყია, ნანო, ეგ რა საყვარელია, ოჯახსა და გაჭირვებულებს უნდა მოახმაროო.ყოველთვის გაჭირვებულების დახმარებაზე ფიქრობდა. რაც წამოიზარდა, სულ იმას მეუბნებოდა: დედა, ამ ქვეყანაზე სიკეთე ვთესოთ და სიკეთით დაგვიბრუნდებაო. მის სიკეთეს როცა არ ხედავდნენ, გული სტკიოდა, მაგრამ ამბობდა, ოღონდაც კარგად იყვნენ, რას ვიზამთ, ყველას ვერ დავანახვებთ სიკეთეს, მათ ასე ესმით ცხოვრება, ვინც გამიგებს, გამიგებს, ვინც არა, ღმერთმა გაუმარჯოს, თავის გზით იაროსო. ღმერთმა აპატიოსო.ძალიან მორწმუნე, ეკლესიური ბიჭი იყო…საოცარი თანადგომა, ძმაკაცობა იცოდა. თანაკლასელ გოგოებსაც ისე დაუდგებოდა ხოლმე გვერდში, ოჯახის დანგრევისას თუ რაღაც სხვა გასაჭირის დროს, ისე დაარიგებდა, რომ დარდს ავიწყებდა, მერე მიყვებოდნენ ხოლმე, გოგიტამ ისე დაგვარიგა, ისეთი შვება მოგვცა, დარდი დაგვავიწყაო.ძალიან დიდი იუმორის პატრონი იყო, სახუმარო ამბებს, არ ვიცი, სხვის მოგონილს თუ თავისას, ისე ყვებოდა, ისე მსახიობურად, რომ ყველას სიცილით ხოცავდა. საქართველოზე უყვარდა ლექსების თქმა… სულ უკვირდათ ბიჭებს, ამდენს როგორ ასწრებს გოგა, ჯარშიც ერთი შენიშვნა არ ჰქონდა მიღებული, არც სოფელს აკლდებოდა, გეგმიანი ბიჭი იყო, დროის განაწილება იცოდა…სოფლიდან სიარული უჭირდა და უმეტესად ყაზარმაში იყო, ბოლოს ინგლისურის სწავლა რომ დაიწყეს, 3 საათის შემდეგ ათავისუფლებდნენ, თან კრედიტით მანქანაც იყიდა და სოფლიდან დადიოდა ბოლოს. უფრო ხშირად გვესაუბრებოდა, ოჯახზე ფიქრობდა, ძალიან დავაგვიანე ოჯახის შექმნაო. ძალიან პატარა ასაკში იყო შეყვარებული, 18 წლისას უყვარდა ერთი გოგონა, მაგრამ ყოველთვის ბევრს ფიქრობდა, შორს იხედებოდა და თქვა, ოჯახისთვის პატარა ვარ ჯერო. მერე რაღაც უმნიშვნელო მიზეზების გამო დაშორდნენ ერთმანეთს…“ოჯახის შექმნაზე ფიქრი ფიქრად დარჩა. რუსი მოადგა საქართველოს.მის მშობლიურ, ბუფერულ ზონაში მდებარე სოფელში სროლების ხმა არც მანამდე იყო უცხო. დენთის სუნი ჰაერში ტრიალებდა. სოფელში იყო, ხვდებოდა, მალე რომ განგაში ატყდებოდა და გამოსაძინებლად ადრე დაწვა. გამოძინებაც ვერ მოასწრო, 6 აგვისტოს ღამის 11 საათზე სროლები ატყდა.დედა: „პირველი თვითონ წამოხტა და გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მანევრებიაო. მალე დაურეკეს, განგაშია, ჩამოდიო. წასასვლელად რომ გაემზადა, ვკითხე, რა იყო, შვილო, გამოგიძახეს-მეთქი? წავედი, ნანო, სამშობლოს დასაცავად, ნუ გეშინია, ორ დღეში აქ ვიქნებიო. წავიდა ჩემი შვილი და თვალით აღარ მინახავს. მართლაც ორიოდ დღეში დაბრუნდა…დილითვე, 7 აგვისტოს, 9 საათზე საბრძოლველად წასულან. თავიდან საქაშეთში მდგარან. მერე, როგორც მისი თანამებრძოლები მომიყვნენ, წინ-წინ იწევდნენ და ბოლოს ზემო ნიქოზში იდგნენ. თავის ძმასაც არ უმხელდა, სად იყო, სულ ამშვიდებდა, საქაშეთში ვდგავართ, აქ არანაირი საფრთხე არ არის, მანქანა ხომ მანდაა, ბავშვები გაარიდე მანდაურობას, თბილისში წადითო. მე კარგად ვარ, თქვენს თავებზე იფიქრეთო.როგორც ბიჭებმა მითხრეს, გოგას ბრძოლის ველზე ყოფნა არ ევალებოდა, შტაბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უთქვამს: – სადაც ჩემი ოცეულის 19 ბიჭი იბრძვის, მეც იქ უნდა ვიყოო და ყველგან წინ მიიწევდა…9 აგვისტოს დაიღუპა… დილის 10-დან 11 საათამდე დაიჭრა…“შენობაში 12-მდე დაჭრილი „სპეცნაზელი“ იყო, სისხლი სდიოდათ. სასწრაფო გამოიძახეს, აგვიანებდა. გოგიტა მაკრახიძემ კვლავ დაკავშირება გადაწყვიტა, ოთახში ხმა იხშობოდა, კავშირი ვერ ხერხდებოდა. გაუფრთხილებიათ, ნუ გახვალ, საშიშია, საცაა მოვა სასწრაფოო. ცოდონი არიან, სისხლისგან იცლებიანო. გასულა. გამოუძახია სასწრაფო, ის-ის იყო, ჩაცუცქული კაბელს ახვევდა, ნაღმსატყორცნიდან ნასროლი ნაღმი რომ გასკდა მის ფეხთით. დედა: „იმათთვის მოყვანილი სასწრაფო თვითონ დასჭირდა… ეჰ, რა ადვილად ლაპარაკობს დედა ამ ყველაფერს… მერე ამ ტალღამ ეს 90-კილოიანი ბიჭი 10-15 მეტრში გადაისროლა. დახეთქებამ კიდევ თავისი ქნა. შოკში ჩავარდნილი თვითონ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოსულა მდგომარეობიდან, გონს მოსულა. უკითხავს, რა მოხდა, ბიჭებოო? არაფერი, გოგა, დაჭრილი ხარ და ახლავე გაგიყვანთო. იქით ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, თავებს გაუფრთხილდითო. და დახუჭა თვალებიო. მერე, რომ ვეკითხებოდით: როგორ ხარ, გოგაო, ხმას რომ ვეღარ გვცემდა, თითით გვაჩვენებდა, კარგად ვარო. გამოვიყვანეთ ბრძოლის ველიდან, მაგრამ იმედი აღარ გვქონდა, რომ გოგას კიდევ შევხვდებოდითო. გარეთ, აფეთქების დროს გოგასთან ერთად ორი ბიჭი იყო, ერთი გადარჩა, მეორე ბარძაყში დაიჭრა, ის დაჭრილი ბიჭი გვიყვებოდა, რომ „ბეტეერით“ გადაიყვანეს ის და გოგა სასწრაფომდე, ტყვიავამდე ერთად ვიყავით. გზაში ერთხელ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი, ხელი რომ ვერ აწია, მეორე ხელი შეაშველა და ისე მანიშნა, კარგად ვარო. მეტი აღარ შევკითხვივარ, ძალიან მძიმედ იყო. ტყვიავში დაგვაშორეს, მე ტყვიავში გამიკეთეს ოპერაცია და გოგა არ ვიცი, სად წაიყვანესო. როგორც მერე გავარკვიეთ, თავის სამხედრო ექიმი გაჰყოლია გოგას, მძიმედ რომ იყო დაჭრილი, თბილისში გადაუწყვეტია წაყვანა, მაგრამ გზაში დაღუპულა… გზიდან მიბრუნებულან და გორში მიუყვანიათ მორგში. იმ ექიმს, როგორც მითხრეს, გოგას ქუდი წაუღია სახსოვრად…“ოჯახმა გოგას ამბავი შუადღისას გაიგო. გოგიტას მეგობრის მეუღლემ შეატყობინათ.სოფელს თავზე რუსული ავიაცია დასტრიალებდა. ძევერაში, სულ ახლოს, მაკრახიძეების სახლიდან სადღაც კილომეტრში ჩამოაგდეს ბომბი. მეზობელი სოფლებიდან რეკავდნენ: რუსი მოდის, გაეცალეთო. სოფელი იცლებოდა და ოჯახი იძულებული გახდა, 11 აგვისტოს დილით დაეკრძალა გოგიტა. დაკრძალეს და იმ საღამოსვე დატოვეს სოფელი. შინ მხოლოდ ხუთ სექტემბერს დაბრუნდნენ. სახლში ყველაფერი თავდაყირა დახვდათ. ატრიალებული, აზელილი. ოთახის შუაგულში ლოგინი და ტანსაცმელი – შექუჩებული, იყო ცეცხლის კვალიც და ჩექმის კვალიც…ოჯახში დღესაც ინახავენ დაწყებითი კლასების პედაგოგის მიერ გოგიტასთვის 4 კლასის დამთავრების შემდეგ ნაჩუქარ ღია ბარათს წარწერით:„ცელქო და მოუსვენარო გოგიტა, ისეთი სახელოვანი ვაჟკაცი დამდგარიყავი, რომ ამაყად მეთქვას – ჩემი გაზრდილია. შენი პირველი მასწავლებელი გ. ჯოლბორდი“.დღეს აღარც მისი პედაგოგია ცოცხალი და აღარც მისი მართლაც სახელოვანი მოწაფე…მომზადებულია „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი

საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორმა, განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. თითოეული მათგანის სახელი დარჩება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როგორც ღირსების, ვაჟკაცობისა და თავდადების სიმბოლო. მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ის ფასეულობები, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი თაობების მშვიდობიანი ცხოვრება. დღეს ჩვენ არა მხოლოდ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, არამედ ვაცნობიერებთ იმ დიდ პასუხისმგებლობასაც, რომელიც მათ ხსოვნას თან ახლავს - გავუფრთხილდეთ მშვიდობას, ვაშენოთ ძლიერი და განვითარებული ქვეყანა და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სტუდენტებმა საქართველო-რუსეთის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.„ჩვენი ქვეყნის უმთავრესი არჩევანი და პასუხისმგებლობა არის მშვიდობიანი განვითარება, რომელიც ეფუძნება სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მშვიდობა არის ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რადგან მხოლოდ მშვიდობიან გარემოში არის შესაძლებელი განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ საერთო პასუხისმგებლობის გააზრებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისკენ. მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად ახორციელებენ. თანმიმდევრული მშვიდობის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურება, გვაძლევს იმედს, რომ მომავალში საქართველო აღარ იხილავს ომისა და ძალადობის ტრაგიკულ შედეგებს და ჩვენი შვილები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდობიან, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში. სამაჩაბლოს დარად არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი. ჩვენ ვალდებული ვართ, მომავალ მომავალ თაობებს ვასწავლოთ არა მხოლოდ 2008 წლის ომის ტრაგიკული ისტორია, არამედ ის ღირებულებები, რომელთა დასაცავადაც ჩვენმა გმირებმა უმაღლესი მსხვერპლი გაიღეს. მათი ხსოვნა გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გაძლიერება და მომავლის შექმნა არის ის გზა, რომლითაც პატივს მივაგებთ მათ თავდადებას“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.ინფორმაციისთვის: 412 დაღუპული, 2 000-მდე დაჭრილი და 150 000 იძულებით გადაადგილებული პირი - ამ შედეგით დასრულდა 18 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები