სამშაბათი, ივლისი 8, 2025

2 დღეში დედამიწაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება! – რას ამბობენ მეცნიერები

მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მოულოდნელად გაიზარდა, რის გამოც მიმდინარე ზაფხულს ისტორიაში სამი ყველაზე ხანმოკლე დღე დაფიქსირდება.

ჩვენი პლანეტის ერთ სრულ ბრუნვას ჩვეულებრივ 24 საათი სჭირდება, თუმცა, მიმდინარე ზაფხულში იქნება სამი დღე, როდესაც დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.51 მილიწამით შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია Popular Mechanics-ის ანგარიშში.

დედამიწის ბრუნვისა და საძიებო სისტემების სამსახურების მონაცემებით, ხანმოკლე დღეები მოსალოდნელია 9 ივლისს, 22 ივლისსა და 5 აგვისტოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს თარიღები ემთხვევა პერიოდს, როდესაც მთვარე ყველაზე შორს იმყოფება ეკვატორიდან — სწორედ ეს ფაქტორი ახდენს გავლენას დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე ყველაზე ხანმოკლე დღედ 2024 წლის 5 ივლისი ჩაითვალა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ აჩქარების მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა დედამიწის შიდა ფენომენებით იყოს გამოწვეული, რადგან არც ატმოსფერული და არც ოკეანური მოდელები ამ პროცესს ვერ ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბრუნვის ეს უზარმაზარი ცვლილება კატასტროფას არ გამოიწვევს, მეცნიერების აზრით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო ეპოქაში ვცხოვრობთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

მძიმე ავარია თბილისში – დაღუპულია 17 წლის ბიჭი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო.ექიმებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს.შემთხვევა გუშინ მოხდა.

🎥„ხაზარაძემ მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით…“ – იაგო ხვიჩია

„ხაზარაძემ მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი თავისი ჟურნალისტების მეშვეობით...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე და სანდროს დღემდე გვაქვს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ,,ლელოში" დეგენერატები არიან თუ მოსყიდულები, ამის იქეთ მაინც ვერ წავალთ...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები