პარასკევი, აგვისტო 15, 2025

„2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა…“ – ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, რა დროს მიიყენა ქალმა თვითდაზიანება, თუმცა გადარჩა”,- ამბობს წყარო.

რაც შეეხება მოკლულ ნათია აფხაზავას, იგი 2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და 2 შვილთან ცხოვრობდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო.

ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც. „ესენი ინახულა ნათიამ იმდენი საჩუქრები ჩამოუტანა“,- ამბობს წყარო.

ნათია აფხაზავა გერმანიიდან ბევრს ეხმარებოდა და დასაქმებაშიც უწყობდა ხელს.

„შტუდგარტთან ახლოს, გარეუბანში, იქ საკუთარი 3 სართულიანი სახლი აქვს, თავისიანები ყველა თან წაიყვანა და ცხოვრება აუწყო. ყველანი კარგად მოაწყო ნათიამ”,- გვიყვება წყარო.

მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2 დეკემბრიდან ავიარესიებს კომპანია „ვიზეარი“  Airbus A321neo ტიპის ხომალდით  შეასრულებს.„ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი,  ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 9%-ით მეტია.ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კეროლაინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია

არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია“.„თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ ამ ომის დასასრულებლად მისი მთავარი გზა დიპლომატია და მოლაპარაკებებია. სწორედ ამას შეეცდება ხვალ. რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამის საჭიროება იქნება და არა იმიტომ, რომ მას ეს სურს“,- განაცხადა ლევიტმა.

კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა – რა მოხდა სინამდვილეში

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, თითქოს ქალს ვეშაპი ჭამს, ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი ეხმაურება და განმარტავს, რა მოხდა სინამდვილეში.„ბოლო დღეებია, არა მხოლოდ „ტიკტოკში“, არამედ, „ფეისბუქშიც“ და ყველა სოციალურ ქსელში, თუკი სადმე აქტიურად ვართ და ვიყენებთ, ყველგან ვრცელდება ჯესიკასა და ვეშაპის ვიდეო, სადაც, თითქოს, ერთ-ერთი შოუს დროს ქალს ჭამს ვეშაპი. გადავამოწმე ეს ინფორმაცია, სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით და აღმოჩნდა, რომ 100%-ით, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული ხმაც და კადრებიც. ეს მასალა არის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი და მას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამბობს უჩა პირმისაშვილი.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ.„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, იქ მეც ვიქნები და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა, არა“,- განაცხადა ტრამპმა.ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დამყარებისთვის, თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაზე რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.როგორც ადონალდ ტრამპმა აღნიშნა, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ის უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა, პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა”,- განაცხადა ტრამპმა.

ირაკლი ნადარეიშვილი – ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის როგორც საავიაციო, ისე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას პირდაპირი დაკავშირებადობა წარმოადგენს.„აქ საუბარია როგორც საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირი დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქთან, სიხშირეები, ასევე ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ამ ეტაპზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება კომპანია Wizz Air-თან, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლიდერი ავიაკომპანიაა ჩვენს საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

ბოლო სიახლეები