საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ყავლაშვილი კარიერას ბელგიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „უნიონ სენტ-ჟილეში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„გიორგი ყავლაშვილმა „უნიონ სენტ-ჟილესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ეს ბელგიაში დაბადებული ქართველი მეკარისთვის პირველი პროფესიული ხელშეკრულებაა. 18 წლის ყავლაშვილი ახალ კლუბში გადასვლამდე „ვესტერლოსა“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი – ყავლაშვილი გუნდის მეოთხე მეკარე იქნება. მოგესალმებით, გიორგი“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ყავლაშვილი ქართველი ემიგრანტების ოჯახშია გაზრდილი, მან საფეხბურთო კარიერა ბელგიაში დაიწყო. თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელების ნაკრებში, ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის წევრია.