29 იანვრიდან დახურული ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიმდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან და სწორედ იქ განახლდება სააღმზრდელო პროცესი. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე იმ საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, სადაც N19, N84, N125 და N64 საბავშვო ბაღების აღსაზრდელები გადანაწილდებიან.
მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადაანაწილეს მე- 40, 23-ე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა ბაღში; 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები – 31-ე, 56-ე, 143-ე ბაგა-ბაღში; 125-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები – 34-ე, 69-ე, 98-ე და 94-ე ბაგა-ბაღში; ხოლო 64-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კი მე-10 ბაგა-ბაღში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
თბილისის სამმა N19, N84 და N125-ე ბაგა-ბაღმა მუშაობა 25 იანვარს შეწყვიტა. მოგვიანებით, მათ კიდევ ერთი N64 ბაღი დაემატა. ამის მიზეზი ბაღების შენობების ტექნიკური მდგომარეობა გახდა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია.