16 მაისს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბარსელონას ყველა დროის ვარსკვლავები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდებიან.
უკვე ცნობილია, რომ კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ რონალდინიო, მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.
„ვფიქრობ, სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი – საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები გაიხსენონ“, – განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.