ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

„16 წლის ვიყავი, როცა საწარმოო უთოში დამეწვა ხელი…“ – პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძის გზა დიდ წარმატებამდე

ზაფხულში, როცა სპორტული სამყაროს ცენტრმა პარიზში გადაინაცვლა, ქართველმა სპორტსმენებმა ქვეყანას არაერთი მედალი და დიდი სიხარული მოუტანეს. ამ საერთო ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძეც იყო.

ანას გზა წარმატებამდე იოლი არ ყოფილა. მან “პრაიმ შოუში” გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:

„16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი” – ამბობდა ანა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერებს მარინა მენთეშაშვილს და ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს მარინა მენთეშაშვილს და ამავე ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინა მენთეშაშვილმა და ვაჟა ტარიელაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. „ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, ამხნევებენ. ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს”, - ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თითოეული ჩვენთაგანის, მეცნიერისა და მკვლევარის მოღვაწეობის ქვაკუთხედი. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ღირსეული მეცნიერების დაფასება და მივცეთ მაგალითი. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის კადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს დააფასოს გამორჩეული ადამიანები. უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინა მენთეშაშვილის და ვაჟა ტარიელაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგიებსა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის საპატიო დიპლომის გადაცემის თაობაზე. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინას და ბატონ ვაჟას და წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

„ვაპირებთ განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“ – ანა დოლიძე

„ვაპირებთ განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ, ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა. „დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“,- კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა დოლიძე.

საჩივრების წარდგენის ვადა დასრულდა – შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. "საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. 2020 წელს წარმოდგენილი იქნა სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს 1840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და იმ დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს. ამავდროულად წარმოგიდგენთ, 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს და სტატისტიკა აქაც კლებითია. მაგალითად: სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს სულ წარმოადგინეს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 570 - საჩივარი. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, 2020 წელს წარმოდგენილ იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ნათელი გახდა რისკენ მიისწრაფოდნენ რადიკალები პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული ცესკო – გიორგი ვოლსკი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის განცხდებაზე

„უკვე ნათელი გახდა თუ რისკენ მიისწრაფოდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტებული ცესკო, ყოფილიყო პარტიული ნიშნით შერჩეული, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე. მერე გამოჩნდა თუ რისთვის იყო ეს საჭირო, რომ საბოტაჟი განეხორციელებინათ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი წევრის, თამარ შიოლაშვილის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიიდან მიღებულ დირექტივებს ეხებოდა. „საბოტაჟი მიმდინარეობს ახლა გარეშე პოლიტიკური ძალებისაგან, ცესკო მოწოდების სიმაღლეზეა. იმ ადამიანის განცხადება, ვინ ლაპარაკობს სიორიძის პოზიციაზე, დამოკიდებულებაზე და აქტივობებზე არ არის საფუძველ მოკლებული და რეალობას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თამარ შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინები გამოაქვეყნა. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა, რომელიც როგორც მიმოწერებიდან ჩანს, გავლილია პარტიაშიც, ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს. თამარ შიოლაშვილმა გუშინ ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც დატოვა. მიზეზად- მითითებები და დირექტივები დაასახელა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მორალს.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს – მიხეილ სააკაშვილი

არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას. მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად, უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა. თქვენ რას ფიქრობთ ხალხო?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები