კვირა, ივნისი 1, 2025

14 წლის ქეთი მეისრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება-გთხოვთ გავავრცელოთ

14 წლის ქეთი მეისრიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება ჩვენი დახმარება, რათა რაც შეიძლება მალე მოახერხოს თურქეთში წასვლა, საკონტროლო კვლევების ჩასატარებლად. საჭიროა შეფასდეს ქეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მკურნალობა მალე დაიწყოს.
რამდენიმე ხნის წინ დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე – კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა. ქეთი სტამბულში უკვე მკურნალობდა, აჯიბადენის კლინიკაში. მაისში ისევ აუცილებლად ესაჭიროება სტამბულში ჩასვლა რომ გაიკეთოს კვლევები, რადგან დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად მუდმივად ესაჭიროება კონტროლი, ამიტომ აუცილებელია, რომ ქეთი გაემგზავროს აჯიბადენის კლინიკაში.
🟡საქართველოს ბანკი:
🔵თიბისი ბანკი:
🔴ლიბერთი ბანკი:
🌏 [email protected] PayPal ჩარიცხვა
🌏საზღვარგარეთიდან ანგარიშის ნომრით
👇
მიმღები: NNLP CONFIANZA FOUNDATION
GE51BG0000000541719187
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი მეზღვაური ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოხდა.ახლობლების თქმით, მეზღვაური სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. სხვა გარემოებები ამ დროისთვის უცნობია.„აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ შემოსულა ოფიციალური განცხადება გემთმფლობელის და/ან მეზღვაურის ოჯახის წევრებისგან რაიმე სახის დახმარების გაწევის თაობაზე. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე, სააგენტოს არ აქვს უფლება, გასცეს ინფორმაცია გარდაცვლილი მეზღვაურის შესახებ,“ – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.ცხედარი საქართველოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

ახალი “მის მსოფლიო” 21 წლის ტაილანდელი სტუდენტი გახდა, რომელიც მოხალისედ მუშაობს კლინიკაში და ონკოპაციენტ ქალებს ეხმარება

ოპალ სუჩატე ჩუანგსრი პირველი ტაილანდელია, ვინც ეს ტიტული მიიღო. 31 მაისს დასრულდა "მის მსოფლიოს" გამოსავლენი 72-ე კონკურსი ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში. 21 წლის ტაილანდელი სტუდენტი 180 ქვეყნის გოგონებს შორის გამოარჩიეს.კონკურსზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გოგონა მრავალი წელია თავის ქვეყანაში მოდელობს და მსგავს კონკურსებში მონაწილეობს, ბევრჯერ გაიმარჯვა. შარშან "მის სამყარო 2024"-შიც მონაწილეობდა.ოპალი 180 სმ სიმაღლისაა. გარდა მოდელობისა, ქველმოქმედებით არის დაკავებული - უსახლკარო ცხოველების დასახმარებელ ორგანიზაციაში და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებელ ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობს."ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თითოეული ქალის ხმა - დის, დედის, შვილისა და მებრძოლის. "მის მსოფლიოს" დახმარებით მე მაქვს საოცარი შესაძლებლობა საუბრის, რათა მსოფლიომ დაგვინახოს და მოგვისმინოს - სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულებს და მედპერსონალს, რომელიც მათ ეხმარება", - აღნიშნა ოპალმა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, ასევე პაციენტის მოვლასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.მეორე ადგილზე ეთიოპიელი გოგონა გავიდა, მესამეზე კი - პოლონელი.

პატარა ათონი – ასე უწოდებენ ძამას ხეობას იქ არსებული მონასტრების სიმრავლის გამო, უძველესი ხეობა საუკუნეების ისტორიას და თავგადასავლებს ინახავს

პატარა ათონი - ასე უწოდებენ ძამას ხეობას და ამის მიზეზი იქ არსებული მონასტრების სიმრავლეა. ძამას ხეობაში 60-ზე მეტი მამათა და 31 დედათა მონასტერია აგებული. თითოეული მათგანი თავისებურად შთამბეჭდავი, გამორჩეული და უნიკალურია. მათ შორის, კლდეში აგებული ტაძარი, საუკუნეების წინ მიუდგომელ მთაზე აშენებული სამლოცველო და ასე შემდეგ.ძამას ხეობა ეკლესია-მონასტრების სიმრავლის გარდა, ადგილმდებარეობითაც გამორჩეულია. ხეობაში გადიოდა დიდი საქარავნე გზა, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო ადგილიც იყო.ხეობა, რომელმაც ბევრი საუკუნის განმავლობაში გადაიტანა როგორც შენებისა და განვითარების პერიოდები, ასევე დიდი ბრძოლებიც. განსაკუთრებულად ძლიერი, ძამას ხეობა, თამარის მეფობის დროს იყო.სწორედ თამარის პერიოდის სიმბოლოა სანებლის მამათა მონასტრის ეზოში მდგომი ათსაუკუნოვანი მუხაც.ხეობის მეორედ დაბადება მოხდა 16-ე საუკუნეში, როდესაც აქაურობის შენებასა და განვითარებას ზაზა ფანასკერტელმა მოჰკიდა ხელი.მამა თეოდოსი, რომელსაც მონასტერში მისი მამაც გაჰყვა და სქემმონაზვნად ეკურთხა, მონასტრისა და ტაძრის აღდგენას ედგა სათავეში. წლების წინ აქ მხოლოდ ტაძრის პატარა ნაწილი და გაუვალი ბუჩქები იყო.კოშკი, რომელშიც ფანასკერტელის კარაბადინი დაიწერა, დღემდე დგას ორთუბანში. სწორედ მის გარშემოა აშენებული ორთუბნის ღვთისმშობლის მანდილის სახელობის დედათა მონასტერი, რომელსაც სათავეში იღუმენია მარიამი უდგას. მონასტრის ისტორიასა და სიწმინდეებზე სქემმონაზონი დედა მერიემი გვესაუბრა, რომელიც აქ მთავარი მეტრაპეზე და მესტუმრე გახლავთ.კიევის პეჩორის ლავრადან შემოწირული ღვთისმშობლის ხატი ამ მონასტრის ერთ-ერთი სიწმინდეა. სწორედ ამ ხატის გვერდით, კედელზე, პატარა ნიშაა, რომელშიც მომლოცველები წერილებს ტოვებენ.ეზოშია დაკრძალული დედა მერიემის ოჯახის წევრი, რომელიც მონასტრის ყველაზე ასაკოვანი სქემ-მონაზონი გახლდათ.აქ ყველაფერი იღუმენია მარიამის ხელთაა გაკეთებული. უამრავი სირთულის გადალახვაში კი მას მზოვრეთის მამათა მონსტრის წინამძღვარი, მამა იოანე დაეხმარა. მზოვრეთი - ეს გახლავთ რამდენიმე ტაძრისგან შემდგარი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავდაპირველად დიდი ციხე-სიმაგრე იყო.მზოვრეთის ციხე 2008 წელს მეუფე იობმა ასურელ მამათა სახელობის მონასტრად აკურთხა.დღეს ამ ადგილს უამრავი სტუმარი და მომლოცველი ჰყავს. ამის გამო ბერებს გარკვეული შეზღუდვების შემოღებაც მოუწიათ. დიდი მარხვის გარდა მონასტერი დამთვალიერებლებისთვის გარკვეულ დროებშიც იხურება.რა თქმა უნდა, ტურისტების სიხშირე და სიმრავლე ცოტა ართულებს სასულიერო ცხოვრების მიმდინარეობას. ამის მიუხედავად ბერებს სტუმრიანობა არასდროს გაუპროტესტებიათ. აკაკი ლომიტაშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც ძამას ხეობა ფართო საზოგადოებას გააცნო. ხეობის მაცხოვრებლების დიდი ნაწილიც ამ სფეროში ჩაერთო.ძამაში ლაშქრობისთვის იდეალური დრო უკვე დადგა. ასე რომ ყველას, ვისაც აქაურობა ჯერ არ გინახავთ, ხეობა გელოდებათ.

“რა ლამაზია” – გელა დაიაური შვილის, ვაჩეს ფოტოებს აქვეყნებს

გელა დაიაური და ეკა მანჩხაშვილი ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი, ვაჩე შეეძინა. გელა დაიაური უსაყვარლესი ვაჟის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. 

,,საოცარი მსგავსება – წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და ხვიჩა კვარაცხელია ❤️ მგონია, რომ ეს ბიჭი ღვთის საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის” – რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ...

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოები ვრცელდება და წერენ, რომ სპორტსმენი ფიზიკურად ძალიან ჰგავს წმინდა მამა გაბრიელ სალოსს.,,საოცარი მსგავსება - წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და ხვიჩა კვარაცხელია ❤️ მგონია, რომ ეს ბიჭი ღვთის საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის''- წერს სოციალორ ქსელში  ელისაბედ ჩოხელი

ბოლო სიახლეები