იტალიის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ დაშავდა ხუთი ადამიანი. დანარჩენი მგზავრები კი უსაფრთხოდ არიან.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. ტრანსპორტის გადაბრუნების შემდეგ მგზავრები პირველადი დახმარებისთვის მიმდებარე პოლიციის ყაზარმებში გადაიყვანეს.
რა გახდა ავტობუსის გადატრიალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
„მოცურების კვალი არ არის. შეიძლება მძღოლს ჩაეძინა“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ანდრეა ბიაგიოლიმ.
როგორც ცნობილია, იტალიაში დაახლოებით 35 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა, რომელიც საკუთარი სამშობლოდან ომს გაექცა.
