ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025

13 ივნისის შემდეგ, ირანის თავდასხმის შედეგად, ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა

13 ივნისის შემდეგ, ირანის თავდასხმის შედეგად, ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა.

სრაელის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მათ შორის არის დღეს დილით განხორციელებული თავდასხმისას დაღუპული ოთხი ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1 000 დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს. ამასთან, დასახლებულ რაიონებში სულ მცირე 31 ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.

ამასთან, ხელისუფლების ცნობით, 9 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დაზიანებული და დანგრეული სახლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ისრაელიც იმავეს გააკეთებს.„სიონისტური რეჟიმი თუ არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ირანიც არ დაარღვევს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან, ანვარ იბრაჰიმთან სატელეფონო საუბრისას.დონალდ ტრამპმა დღეს დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება.ამასთან, ტრამპის თქმით, „ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.

ტრამპი: მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით

მივემგზავრები ნატოს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.„მოუთმენლად ველი შეხვედრას ჩემს ძალიან კარგ ევროპელ მეგობრებთან და სხვებთან. იმედია, ბევრს მივაღწევთ!“ - დასძინა დონალდ ტრამპმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი – „შერეკილები“ ბორჯომის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა - „შერეკილები“ მორიგი წარმატება მოიპოვა და ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდმა, რომელიც 8 წევრს აერთიანებს, ბოჯომის ფესტივალის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპატამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია აღნიშნავს, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდის წარმატება იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან.„ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფესტივალზე ჩვენი საუნივერსიტეტო გუნდი - „შერეკილები“ - პირველ სამეულში მოხვდა და დამსახურებულად მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ამ მორიგ გამარჯვებას ვულოცავთ „შერეკილების“ რვავე წევრს, მათ გულშემატკივარ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ იმ დიდი მხარდაჭერის შედეგია, რაც ახალგაზრდებს მუდმივად აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და უშუალოდ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხრიდან. მეორე მხრივ კი, მხიარულთა და საზრიანთა საუნივერსიტეტო გუნდი, შექმნის დღიდან, ძალისხმევას არ იშურებს, იყოს კრეატიული და, მაღალი კონკურენციის ფონზე, დაუღალავი შრომით მიაღწიოს წარმატებებს. შედეგი სახეზეა - „შერეკილები“ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა და წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე პირველი ადგილის მოპოვების შემდეგ, ბორჯომის ფესტივალზეც წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს გუნდს და ჩვენს უნივერსიტეტს - წინ არაერთი წარმატება გველის!“, - ამბობს ლევან ფიფია.ცნობისათვის, ბორჯომის მხიარულთა და საზრიანთა ფესტივალი საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

გიორგი გახარია – შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის

შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც გახარია აღნიშნავს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ პარტიის „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის გაძლიერებაზე.„შევხდი ფილიპ ფინკს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, რათა განმეხილა საქართველოსადმი ევროპის სოციალ-დემოკრატიული სოლიდარობის გაღრმავება და ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ პარტიის „საქართველოსთვის“ თანამშრომლობის გაძლიერებაზე და „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ წევრობისკენ გზაზე წინსვლაზე“, – წერს გახარია.

იაგო ხვიჩია – მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როცა წინასწარ აანონსებდნენ რევოლუციის კონკრეტულ დღეს და იმ დღეს მომხდარიყო, რევოლუცია არის ყოველდღიური პროცესების შედეგი

მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როცა წინასწარ აანონსებდნენ რევოლუციის კონკრეტულ დღეს და იმ დღეს მომხდარიყო, რევოლუცია არის ყოველდღიური პროცესების შედეგი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ, უნდა მოხდეს ეროვნული, სახალხო მობილიზება, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი“.„ხაბეიშვილის ერთ-ერთი მსგავსი განმარტების მიხედვით, მიშა ახლა უკვე გარეთ უნდა იყოს, ამიტომ მაგაში არ შევალ. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, არავინ გამოჩენილა. მგონი, ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, „ლელოს“ და გახარიას გეგმები იცვლება თუ – არა. შესაბამისად, სწორი არ იქნება, ვილაპარაკო მანამდე, ვიდრე ამ ხალხს საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს. შევხედოთ ვითარებას. საერთოდ ვერ ვხვდები, ეს სიგიჟე რატომ ხდება ქვეყანაში, ვის ინტერესებში შედის. ზოგადად, მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც წინასწარ აანონსებდნენ, ამ დღეს მოვახდენთ რევოლუციასო და იმ დღეს მომხდარიყო. მგონი, რევოლუცია არის იმ პროცესების შედეგი, რაც ყოველდღიურად უნდა აკეთო და არა ის, რომ შენ ერთ კონკრეტულ დღეს ელოდო და იმ დღეს მოხდეს რევოლუცია. ვერ გეტყვით, მე არაფერ შუაში ვარ ამათთან. ჯერჯერობით ვაკვირდები, რა ხდება ჩვენ გარშემო და ვიდრე სრულ წარმოდგენას არ შევიქმნი, არ მინდა, ვინმეზე ზედმეტი ვთქვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, საკითხის შეფასებისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:„ლელო“ იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც. იქნებ, ვინმემ მათი გათავისუფლების გზები მოიფიქროს, რადგან მათი მოქმედებები აქამდე ყველაფერს ახშობდა, რაც საპროტესტოს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში. არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად რომ ციხეში აღმოჩნდნენ, სულ მცირე, უნდა დაფიქრდნენ, რომ საკუთარი რესურსები განსხვავებული აზრისთვის ბლოკირებული არ ჰქონდეთ. ვიდრე რამეს მოიფიქრებ, ჯერ ლაპარაკი უნდა დაიწყო. იცით, რომ ამ ქვეყანაში სალაპარაკო სივრცეები ოპოზიციის მხრიდან „ლელოს“ ეკუთვნის და ის დახშულია. ვიდრე დახშულია, ჩავთვლი, რომ ისინი არაფერს აკეთებენ ციხიდან გამოსასვლელად. მგონი, მიშა გამოხატავს ხოლმე პერმანენტულად სოლიდარობას დაჭერილი ხალხის მიმართ და დანარჩენი „ნაცების“ პოზიცია არ ვიცი, რამდენად უნდა ჩავთვალოთ „ნაცმოძრაობის“ პოზიციად“.კიდევ ერთ კითხვას, „შესაძლებელია თუ არა, რომ ხაბეიშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციად არ იყოს წარმოჩენილი?“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა:„პირველ რიგში, ეს არის ხაბეიშვილის პოზიცია და შემდეგ „ნაცების“. მოგეხსენებათ მიშა „ნაცების“ სულიერი ლიდერია და ერთმანეთისგან არ განსხვავდება“.

ბოლო სიახლეები