შაბათი, ივნისი 14, 2025

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მთლიანად დაიტბორა „მზიური” და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი – ირანმა ამერიკული ძალები მიზნად არ უნდა ამოიღოს, შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება

აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება. შესაბამისი განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ამერიკელმა დიპლომატმა მაკკოი პიტმა გააკეთა. პიტმა მხარი დაუჭირა ისრაელის ქმედებებს და „თავდაცვისთვის აუცილებელ“ ზომად მოიხსენია.„თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ისრაელი გამონაკლისი არ არის“, – განაცადა პიტმა.მისივე თქმით, აშშ ინფორმირებული იყო ისრაელის თავდასხმების შესახებ წინასწარ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჩართული არ ყოფილა ამ დარტყმებში.„ჩვენი აბსოლუტური, მთავარი პრიორიტეტი – რეგიონში ამერიკის მოქალაქეების, პერსონალისა და შეიარაღებული ძალების დაცვაა“, – აღნიშნა პიტმა.ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანმა ამერიკული ძალები მიზნად არ უნდა ამოიღოს. „შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში.

„წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანე… მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ხანძრის დროს ბიჭს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„წარმოდგენაც არ მინდა, რა გადაიტანე... მშვიდად განისვენე“.„მიშო, ჩემო მეგობარო, როგორ მატკინე გული... ჯერ ხომ ძალიან ადრე იყო. როგორი მხიარული იყავი, ნუთუ ასე ცოტა დრო გქონდა... მშვიდად განისვენე, ჩემო ღიმილა ბიჭო.მაპატიე, რომ ვერ გაცილებ წუთისოფლის ბოლო გზაზე“, - წერენ სოციალურ ქსელში.

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც დღევანდელი რიცხვით, 13 ივნისით თარიღდება.ნახეთ ვიდეო:

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა, რომ ისრაელის ბრძოლა არა ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაა და მოუწოდა მათ, წინ აღუდგნენ, ხმა აიმაღლონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ.„რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება მათ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.მისი თქმით, გასულ 24 საათში, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს სამხედრო მეთაურები, წამყვანი ბირთვული მეცნიერები, ისლამური რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის გასამდიდრებელი ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი.

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე...

ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“- ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა.„დავეთანხმები თქვენს განმარტებას, რომ ვითარება გაჭედილია. იმ რაღაცების მიუხედავად, რასაც გარედან ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტია სულ უფრო და უფრო ძლიერდება რეპრესიების მეშვეობით - ეს აუცილებელი არ არის ასე იყოს. ერთი მხრივ ძლიერდებიან, მაგრამ მეორე მხრივ მათ ხალხი ტოვებს ან უშვებენ. გვაქვს ტრადიციული შიდა მტრობა და ნდობის ნაკლებობა მმართველ პარტიაში, რასაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო სტადიებზე ხედავთ ხოლმე. რამდენ ხანს გრძელდება ბოლო სტადია - არ ვიცი.მეორე მხარე - მოსახლეობა, რომლებიც ორ წელიწად-ნახევარია პროტესტშია და არა მხოლოდ 195 დღე, ნამდვილად დაღლილია იმის მოლოდინით თუ რა მოხდება. ასე რომ, ეს მძიმე ტვირთია ხალხისთვის, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს. მძიმე ტვირთია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთა გაერთიანებასაც ვცდილობ, როგორც ჩვეულებრივ, ვინაიდან მათ ისეთი რაღაცების მიღწევას სთხოვენ, რაც მთლად ნათელი არ არის როგორ შეუძლიათ ამის მიღწევა.ასე რომ, რამდენ ხანს, როგორ, რა თარიღში - ვფიქრობ, რომ თარიღს გარედან ველით. ორი რამის მოლოდინი შეგვიძლია ევროკავშირისგან:პირველი - აღწერონ ვითარება, თქვან, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ეს სახელმწიფოა, რომელიც რუსეთმა ბრძოლის გარეშე მიიტაცა და ეს არის რაც ხდება - სახელმწიფო, დემოკრატია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც რუსეთში. ერთი პარტია, ერთი კაცი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ეს უნდა ითქვას, უბრალოდ გაყალბებული არჩევნები არ არის, უბრალოდ ავტორიტარული გადახვევა არ არის დემოკრატიული გზიდან, რომელსაც საქართველო მიყვებოდა.იმის აღწერისა და თქმით შემდეგ, რაც ხდება, შემდეგი ეტაპია იმის თქმა: „გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენს მომავალზე. ჩვენ საქართველოს ან ქართველებს არ ვსჯით, არამედ მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას. გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ და ამას უნდა ელოდოთ“. მაგრამ ეს თარიღთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს შეიძლება 4 ოქტომბერი იყოს - მაშინ გქონდეთ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ან ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები…„პირობითობის“ პოლიტიკა, რომლისკენაც მოვუწოდებ, რომელიც ცოტათი აშშ-ის “MEGOBARI აქტს” ჰგავს - რომელიც იქნება, ჯერ არ არსებობს - კალენდარში უნდა იყოს ჩაწერილი. არ შეიძლება უბრალოდ ღია წინადადება იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები