ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

112 წლის თამარ ჩუბინიძეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დედის დღე მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცა.

თამარ ჩუბინიძე ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და იგი 112 წლის არის.

დღესვე, გუბერნატორი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრა. გივი ჭიჭინაძემ ხონში მცხოვრები, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების დედებსა და მეუღლეებს დღევანდელი დღე მიულოცა და მხნეობა უსურვა.

დაღუპული გმირების ოჯახებს 500-500 ლარი გადაეცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა, გლობალური CMS კოლაბორაციის ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ცნობილმა ფიზიკოსმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერმა, CERN/ CMS კოლაბორაციისა და ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია - Fundamental Research is Good for Your Health („ფუნდამენტური კვლევა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის“) ჩაატარა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო და სამედიცინო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ასევე ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მეცნიერები, ინჟინრები და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. საჯარო ლექცია ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან შეკრებილ საზოგადოებას CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი წარუდგინა. ვიცე-რექტორის თქმით, CERN-ში მიმდინარე გლობალური სამეცნიერო ექსპერიმენტების მაგალითზე პროფესორ კამპორეზის მრავალწლიანი სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამების სტუდენტებისთვის უდავოდ საინტერესო აღმოჩნდება. თამარ წერეთლის განცხადებით, ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს კვლევებშია ჩართული, ამასთან ერთად, ის წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრებთან. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, კოლაბორაციის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერმა არაერთი საჯარო ლექცია წაიკითხა სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისთვის, ხოლო დღევანდელი საჯარო ლექციით ის მიმოიხილავს, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება მიმდინარე გლობალური ექსპერიმენტების ფარგლებში ნაწილაკების ფიზიკასა და ამაჩქარებლების ტექნოლოგიაში განხორციელებული ინოვაციები, კერძოდ კი რადიაციასთან დაკავშირებული კვლევები, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებისთვის. პროფესორმა კამპორეზიმ საჯარო ლექცია მთავარი გზავნილით დაიწყო - რომ ფუნდამენტური მეცნიერება და მათ შორის ნაწილაკების ფიზიკა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნა, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საფუძველია. მეცნიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ნაწილაკების ფიზიკაში ფუნდამენტური კვლევები და სამეცნიერო მიღწევები ადამიანის ჯანმრთელობას და მედიცინის განვითარებას; ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგად იქმნება მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს უყრის საფუძველს. ტიციანო კამპორეზის განმარტებით, რადიაცია, რომელიც ფუნდამენტური კვლევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, სიმსივნური უჯრედების განადგურების საშუალებას იძლევა. CERN-ის მეცნიერმა ისაუბრა ამაჩქარებლების მეშვეობით რადიაციის კონტროლირებისა და იზოტოპების წარმოების პროცესებზე. მისი განმარტებით, ამაჩქარებელი, რომლითაც დამუხტული ნაწილაკების აჩქარება ხდება, ფართოდ გამოიყენება როგორც ფუნდამენტურ ფიზიკაში, ასევე სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის: იზოტოპების წარმოებისთვის, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიაში; აღნიშნა, რომ რადიოგრაფია, ანგიოგრაფია, იზოტოპური კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) საშუალებას იძლევა არაინვაზიურად დავინახოთ ადამიანის შიდა ორგანოები და სისტემები, ხოლო კომბინირებული სისტემა PET/CT კი უზრუნველყოფს სხეულის ფუნქციური და ანატომიური მონაცემების ერთიანად მიღებას. CERN-ის მეცნიერმა სტუდენტებს განუმარტა, რომ უჯრედის განადგურება ხდება მაშინ, როდესაც ის კარგავს გამრავლების უნარს - როცა რადიაცია მოქმედებს უჯრედის ბირთვზე და აზიანებს დნმ-ს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტონული თერაპია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რადგან პროტონები ენერგიას მიზნობრივად მიმართავს და არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს. მისი თქმით, მეცნიერები დღეს უკვე აქტიურად იკვლევენ მძიმე იონებით, მაგალითად ნახშირბადის იონებით მკურნალობის შესაძლებლობებს, რაც მომავალში შესაზლოა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ეფექტური მიმართულება გახდეს. სტუ-­ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, CERN-LHC საუნივერსიტეტო ჯგუფის ლიდერი და CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სტუ-ის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მასაჟის სალონი პოლიციამ უკვე დალუქა. ადგილობრივებმა იციან, რომ აქ ქალები, მასაჟის ნაცვლად, მომხმარებლებს სქესობრივ მომსახურებას უწევდნენ. მათ შორის იყო მოზარდი გოგონა, რომელიც გამომუშავებული თანხის ნახევარს ე.წ. დამსაქმებელს აძლევდა.„კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 28 წლის ლევან ხათაშვილი დააკავეს. მას აღმაშენებლის 108 ნომერში ე.წ. მასაჟის სალონი კიბის უჯრედთან მოწყობილ ფართში და სამსართულიანი შენობის სარდაფშიც ჰქონდა გახსნილი. ორივე დაწესებულება ახლა დაკეტილია. ადგილობრივები აქვე მდებარე სხვა საეჭვო დაწესებულებების დახურვასაც ითხოვენ.ტრეფიკინგსა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოო პოზიცია ჯერ შეთანხმებული არ აქვს.პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა 16 წლის გოგონა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ხათაშვილის მითითებით, არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, გამომუშავებულ თანხას კი ბრალდებული ისაკუთრებდა. 

მსგავსი საქციელი, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, სადაც შავით თეთრზე არის გაწერილი, რა ევალება ელჩს სხვა ქვეყანაში მოქმედებისას –...

მსგავსი საქციელი, რასაც გერმანიის ელჩი ახორციელებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, სადაც შავით თეთრზე არის გაწერილი, რა ევალება ელჩს სხვა ქვეყანაში მოქმედებისას, და ეს ადამიანი ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებს,  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას – მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა

მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, – ამის შესახებ აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. მადლობას გიხდით ასევე თქვენი ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, რათა განხილულ იქნეს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მე ადრეც გაგიზიარეთ მაღალი პრიორიტეტულობის მქონე პუნქტების სია, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სიას ექსპორტის შეზღუდვების რეჟიმში მყოფ ნივთებზე, რომლებიც გამოვლენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში, ნაპოვნია ბრძოლის ველზე უკრაინაში ან კრიტიკული მნიშვნელობისაა რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის. მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ეს სანქცირებული ნივთებია, რასაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთები, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის. ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა. ამიტომ, თქვენდამი პატივისცემით, მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა გაგრძელდეს შესაბამისი ზომების მიღება და სანქცირებული საქონლის რეექსპორტი აღარ მოხდეს რუსეთში, სადაც მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი მყისიერი ყურადღებისთვის“, – აღნიშნულია დევიდ ო’სალივანის წერილში.ოფიციალური წერილის ადრესატები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მიიღეს მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რათა საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

PACE – საქართველოს საკითხზე მომხსენებლები შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელის გამო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ღრმად შეშფოთებული არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.განცხადების თანახმად, საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა, ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის აკრძალვასთან დაკავშირებით.„როგორც ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა თავის ბოლო რეზოლუციაში საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.მათ მოუწოდეს მმართველ უმრავლესობას, „გადახედოს თავის სარჩელს და შეაჩერონ ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა“.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ბოლო სიახლეები