კვირა, მაისი 4, 2025

„11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა…“ – პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი – გამოძიებამ დაადგინა, რომ 40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული.

გაირკვა, რომ 40 წლის კაცს კიდევ 4 მსხვერპლი ჰყავდა. მოზარდები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან ყველაზე დიდი 14-ის, ხოლო პატარა 11 წლის არის.

არასრულწლოვანებთან კონტაქტისთვის მოძალადე ერთი და იგივე მეთოდს იყენებდა – შექმნილი ჰქონდა “ფეისბუქის” და “ინსტაგრამის” ყალბი პროფილები, მოზარდებს უგზავნიდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ესაუბრებოდა სექსუალური შინაარსის საკითხებზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, აიძულებდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაეღოთ და მისთვის გადაეგზავნათ. უარის შემთხვევაში, ემუქრებოდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

Facebook-მიმოწერა პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე ახალი მტკიცებულებაა – შინაარსით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი 11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

40 წლის მამაკაცი, თებერვალში, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებულის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლებშიც არასრულწლოვანების ინტიმური შინაარსის მასალები აღმოჩნდა. მოძალადე ბავშვების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდა.

პედოფილიაში მხილებული ახლა საპატიმროშია და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია – დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები