ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

11 სექტემბრის ტერაქტში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება დაიდო – NYT

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებულ სამ კაცთან საპროცესო შეთანხმება დაიდო. ამის შესახებ The New York Times-ი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, სანაცვლოდ კი ითხოვენ, რომ მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა არ გამოიყენონ.

საუბარია ჰალიდ შეიხ მოჰამადზე, ვალიდ ბინი ატაშსა და მუსტაფა ალ-ხავსავივზე. 59 წლის მოჰამადი ინჟინერია, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო. გამოძიების თანახმად, სწორედ მისი იდეა იყო თვითმფრინავების გატაცება და მათი მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის შენობებთან შეჯაბეა. პროკურორების ვერსიით, მან ეს გეგმა უსამა ბინ ლადენს 1996 წელს წარუდგინა, შემდეგ კი შემსრულებლების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებული სამი ადამიანი წლების განმავლობაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკულ საზღვაო ბაზაზე ჰყავდათ დაკავებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს შემდეგ თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება

სუსტი კავშირია უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, საჭიროა სისტემური მიდგომა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის ანალიზის შედეგად, ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის აცდენა ხშირად ძალიან დიდია.„ჩვენ მცირე ანალიზი ჩავატარეთ, თუ როგორია თანხვედრა ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის და აცდენა ხშირ შემთხვევაში არის ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგიც კი. წინასწარ არავის აქვს გამოკვლეული, მაგალითად, რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი ინჟინერი და ა.შ. ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნაწილდება კვოტები უნივერსიტეტებზე და ასე უსისტემოდ წარიმართება შემდეგ ეს ყველაფერი. ამის შედეგია ის, რომ ხშირად – იურისტი, მაგალითად – ამთავრებს თავისი სპეციალობით უნივერსიტეტს და შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით საქმდება, იგივე ეხება ეკონომისტებს და ა.შ. აქაც საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა. წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ცალკეულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჭარბადაა მოზიდული უცხოელი სტუდენტები, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო ამოცანები შეასრულოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა

სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები.„არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება – სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სამი წელი ბაკალავრიატი და ერთი წელი მაგისტრატურა, ვფიქრობთ, სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან პროგრამაზე

ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც სამი წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და ერთი წელი დაეთმობა მაგისტრატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი.„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“, – განაცხადა პრემიერმა.მისივე თქმით, სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია, გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის.„კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა. იმის შემდეგ არავის უფიქრია, გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის. ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში. ერთი პრობლემა, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მისიის ხელმძღვანელთან, უნურჯარგალ დალაიჰუსა და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის -  „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს  და  სამომავლო გეგმები განიხილეს.  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეფექტიანი, ქმედითი მონაწილეობით ეს მნიშვნელოვანი პროექტი, წარმატებით განხორციელდება და ერთობლივი გამშვები პუნქტების ფუნქციონირება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება.ADB-ის მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა  სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის (საქართველო-აზერბაიჯანი-აზიის განვითარების ბანკი) მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის უფროსს აზერბაიჯანის, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების მხარდაჭერისთვის და დაადასტურა მზადყოფნა დაიწყოს პროექტის მეორე ფაზისთვის აქტიური სამუშაოების განხორციელება.ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.ერთობლივი პროექტი, საბაჟო გამშვები პუნქტი -  “აბრეშუმის გზა – იპექ იოლუ” ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ირაკლი შარტავა, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია  და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ-ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც იკრძალება კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება, წევრობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, პარტიის დაფინანსება, სიაში შეყვანა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.საუბარია სარჩელზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მომზადდეს.ცვლილებები ოთხ კანონში – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა.„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

ბოლო სიახლეები