სამშაბათი, ივნისი 3, 2025

10 საჭირო რჩევა სოფელში ჩასული სვეცკ ქალაქელებს

10 საჭირო რჩევა ნოე ჟორჟოლიანიასგან სოფელში ჩასული სვეცკ ქალაქელებს

1) მოზდილი ცხოველი რქებით, ძროხაა,ის პატარა 4 ფეხი დამატებით რომ აქვს,არის ჯიქანი,რომლითაც რძეს იძლევა
2) ძროხა იწველება მხოლოდ რძეს და არა კაპუჩინოს,ესპრესოს და ლატეს
3) “ლამაზო” კომპლიმენტი არაა, ხანდახან ძროხასაც მოიხსენიებენ
4) ხალხი , რომელიც რკინის ინსტრუმენტებს მიწაში არჭობს, მიწას არ აწამებს, ეს დაბარვაა
5) ნახირში რომ წახვალთ, სელფის ჯოხი არ წაიღოთ, მეხს იზიდავს
6) სოფელში მეზობლის “wifi”ს ვერ დაიჭერთ,სამაგიეროდ მისი ქათამი შეგიძლიათ დაიჭიროთ
7) თუ თეთრ ცხენზე ამხედრებულ კაცს დაინახავთ, არ გეგონოთ ბედი გეწვიათ, ის შეიძლება მენახირე გოგია იყოს
8) სოფელში არსებობს 2 ტუალეტი, ერთი სახლის და მეორე სადაც გინდა
9) დაივიწყე,რომ შენ ხარ შარმიანი,გრაციოზული და ელეგანტური, შეეგუე რომ შენ ხარ ნაზუქივით გოგო
10) კარგად დააკვირდით პუდელს, რომელსაც ეფერებით, ის შეიძლება ცხვარი აღმოჩნდეს 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა

20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა - პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული  მიშა სუხიშვილი დამნაშავედ ცნო.უწყების  ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი დაბომბა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი დაბომბა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა.გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში მოხდა.ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ ეჭვმიტანილებს, რომლებმაც წინასწარ შექმნილი მარშრუტიდან გადაუხვიეს და ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილიდან 500 მეტრში მიუახლოვდნენ ისრაელის სამხედროებს.პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად, ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ორი დაშავდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება, ამ მიმართულებით სწრაფი ტემპით მივდივართ, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია, აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ ოთხ პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ ოთხ პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ზაზა ფაჩულიას და კახა კალაძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი NBA. ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ, როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ანალოგიურად, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი კობახიძემ დღესვე  განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.

ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი, ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.ჩვენ გვაქვს ტრადიცია. როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები