ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა; მაშველები დაბომბილ შენობებში 20-მდე დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ბატ იამში შენობა დაიბომბა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ტამრას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ცნობით, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და საწვავის საწყობები დაბომბეს.