ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს

მართალია, წერისას თუ მეტყველებისას ყველას დაგვირღვევია გრამატიკული წესები, მაგრამ ზოგიერთი შეცდომა განსაკუთრებით მიუტევებელია.

თუ არ იცით, რომ გუშინ მაგრათ კი არა, მაგრად გაერთეთ ან ფიქრობთ, რომ არაფელი არ უნდა დაგელიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც არასდროს უნდა დაუშვათ:

1. ალბად

შეცდომაა: ალბად, მოგენატრე.

სწორია: ალბათ, მოგენატრე.

2. რამის

შეცდომაა: რამის დედაჩემში ამერიე.

სწორია: ლამის დედაჩემში ამერიე.

3. საავანტყოფო

შეცდომაა: საავანტყოფოში დააწვინეს.

სწორია: საავადმყოფოში დააწვინეს.

ავადმყოფი – ავად + მყოფი.

4. მაგრათ

შეცდომაა: მაგრათ ვიცინე.

სწორია: მაგრად ვიცინე.

5. ბევრჯელ

შეცდომაა: ბევრჯელ გავუმეორე.

სწორია: ბევრჯერ გავუმეორე.

6. არაფლის

შეცდომაა: არაფლის.

სწორია: არაფრის.

7. საქმის ყურში

შეცდომაა: მამაჩემი საქმის ყურშია.

სწორია: მამაჩემი საქმის კურსშია.

8. ჩემს ამპულაში

შეცდომაა: ჩემ ამპულაში ვარ.

სწორია: ჩემს ამპლუაში ვარ.

9. ბიზმესმენი

შეცდომაა: ჩემი შეყვარებული ბიზმესმენია.

სწორია: ჩემი შეყვარებული ბიზნესმენია.

სიტყვიდან – ბიზნესი.

10. რეამინაცია

შეცდომაა: რეამინაციაში მოათავსეს.

სწორია: რეანიმაციაში მოათავსეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ „ფლამენგოს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ეთამაშება.პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონატიც.

სერბეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.„მიხეილ ყაველაშვილსა და ქართულ დელეგაციას აეროპორტში სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩ-ცვეტკოვიჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დახვდნენ.ვიზიტის ფარგლებში „სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს. გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში აღნიშნული, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ევროპარლამენტარი – საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობთ – მათ არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, როცა ისინი ცდილობენ კონსტიტუციური წესრიგი დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ დესტაბილიზაციის მცდელობებს

თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედია ზეწოლის ქვეშ არის. აღნიშნული თავდასხმები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების, სასამართლოსა და ასევე ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული სუვერენული არჩევანის ლეგიტიმურობას. ეს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას წარმოადგენს. მათ შეშფოთებას კი ევროპარლამენტი ავრცელებს“, - განაცხადა მარიანიმ.მისი თქმით, ბრიუსელი „საქართველოს მთავრობის დამხობაზე ოცნებობს“.„თქვენ საქართველოს მთავრობას არასწორად მოქმედებაში სდებთ ბრალს, მაშინ, როდესაც ის ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვას და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან. საბოლოოდ, თუ თქვენ გსურთ, იპოვოთ ისინი, ვინც დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებას ცდილობენ, მაშინ დამნაშავეები ბრიუსელში უნდა მოძებნოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 6 კვლევითი პროექტი რუსთაველის ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული ექვსი კვლევითი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსზე 55 საპროექტო განაცხადი დარეგისტრირდა, მათ შორის 15 პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იქნა წარდგენილი. საგრანტო პროექტების შეფასება ორ ეტაპად განხორციელდა: ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება - ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ხოლო პროექტის სამეცნიერო შეფასება - საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფების მიერ. შედეგების მიხედვით საგრანტო დაფინანსება 27 პროექტმა მოიპოვა, რომელთაგან 6 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში აცხადებენ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ სტუ-ის მკვლევრები: აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან მარინა კაპანაძე, ნაშრომით - “ნაკლებკვალიანი პუცოლანური ცემენტის დამზადების მწვანე ენერგოეფექტური ხერხი” და ალეკო კალანდია (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით), ნაშრომით - “ფსევდოპროტეინული საკვები საფარით ზოგიერთი სუბტროპიკული ხილის ნაყოფის (ფეიხოა, ხურმა, ციტრუსი) პრეზევაციის პროცესების პილოტური გამოცდა”; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტიდან ნიკოლოზ ლოლაძე, ნაშრომით - “წინასწარდაგეგმილი თვისებების მქონე ახალი ალმასური ინსტრუმენტების დამზადება და აპრობაცია სამშენებლო ობიექტებზე”; სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან იამზე ქვარცხავა, ნაშრომით - “CaMnO3-ფუძიანი მასალის თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება”; სამშენებლო ფაკულტეტიდან გელა ყიფიანი, ნაშრომით - “ოთხადგილიანი ვერტიკალური პარკინგი” და მალხაზ ტურძელაძე, ნაშრომით - “ბეტონის ყინვამედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების დანერგვა საქართველოში”; ენერგეტიკის ფაკულტეტიდან ნინო ფაილოძე, ნაშრომით - „ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობის ექსპერიმენტული დიზაინი“.შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის საგრანტო კონკურსებში გამარჯვება უდავოდ დიდი სტიმულის მიმცემია, ხოლო ის ფაქტი, რომ 27 გამარჯვებულ პროექტს შორის ექვსი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ავტორობით შემუშავდა, უდავოდ კარგი შედეგია.„რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა ავტორობით წარდგენილი ექვსი კვლევითი პროექტის გამარჯვება მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოებული კვლევები პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მაღალი სამეცნიერო, ტექნოლოგიური და პრაქტიკული ღირებულებით გამოირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამარჯვებული პროექტები სხვადასხვა ფაკულტეტს, კვლევით ინსტიტუტს და სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს, რაც უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. კვლევითი გრანტების მოპოვება უდავოდ დიდი სტიმულია ჩვენი მკვლევრებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მთლიანად უნივერსიტეტისთვის, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს როგორც ინოვაციების განვითარებას, ისე ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის პროცესს. მინდა კონკურსში გამარჯვება მივულოცო ჩვენს მკვლევრებს და ვუსურვო მათ ახალი წარმატებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

დაპირისპირება ქაშვეთის მიმდებარედ-რა მდგომარეობაა ადგილზე

ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული დავით ასანიძეა.დაკავების მომენტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.პოლიციამ მომიტინგეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ბოლო სიახლეები