კიდევ ერთი უპასუხისმგებლო შემთხვევა მოხდა. რამდენი შემთხვევა უნდა მოხდეს კიდევ, რომ უფროსებმა გაიგონ – არ შეიძლება ბავშვის ჩაკეტილ მანქანაში დატოვება!
რამდენიმე დღის წინ, 47 წლის ბარბარა პემბერტონს ჯორჯიის შტატიდან წაუყენეს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში და დაადანაშაულეს ბავშვის სასტიკ მოპყრობაში მას შემდეგ, რაც მან 5 საათით დატოვა შვილიშვილი დაქოქილ მანქანაში, სადაც ჩართული იყო რადიატორი. ბრალდებულის თქმით, შვილმა სთხოვა, შვილიშვილისთვის მიეხედა მანამ, სანამ თავისი ცოლი სამსახურში იქნებოდა. ბარბარა ბავშვთან ერთად მანქანით გაემგზავრა თავისი მეგობრების მოსანახულებლად. როდესაც ადგილზე მივიდნენ, შედოუს ღრმად ეძინა.
იმის
მაგივრად, რომ გაეღვიძებინა ბავშვი და თან წაეყვანა, ბარბარამ ჩაურთო გათბობის სისტემა, დაკეტა კარები და წავიდა მეგობრის სახლში. უკან დაბრუნდა 5 საათის შემდეგ – ბავშვი უკვე მკვდარი იყო.
პოლიციის სიტყვებით, მიუხედავად ცივი იანვრის დღისა, ბავშვი გარდაიცვალა სითბური დარტყმისგან – სალონში არსებული მაღალი ტემპერატურისა და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის სიკვდილის მიზეზი ჰიპერთერმია იყო. ბებიის დაბრუნებისას მანქანაში 38 გრადუსი იყო ტემპერატურა.
მამამ 2 წლის გოგონა მანქანაში ჩაკეტა და დაავიწყდა – ბავშვი გაიგუდა
მეგობრებმა რამდენჯერმე შეახსენეს ქალს ბავშვის შესახებ. არ არსებობს არავითარი ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ მოახდინა მან მეგობრების სიტყვების იგნორირება. პოლიციამ ვერ ნახა დამამტკიცებელი საბუთი, რომ იმ პერიოდში ბარბარა და მისი მეგობრები ალკოჰოლურ სასმელს ან ნარკოტიკს იღებდნენ. ახლა ბრალდებული ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას.