ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს – რა უნდა ვერ გაიგებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ჰერმან საბომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა.
„ის [შალვა ნათელაშვილი]არ გვგონია საუკეთესო პოლიტიკოსი, საუკეთესო პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
სადეპუტატო მანდატის გაუქმების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ქუჩის პროტესტის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ხალხი ქუჩაში გასასვლელად უნდა მოემზადოს.