ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

„ჰარუ ბაშოზე“ ტოჩინოშინმა მეექვსედ გაიმარჯვა

„ჰარუ ბაშოს“ ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინმა მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე სეკივაკე მიტაკეუმს დაუპირსიპირდა, რომელთანაც დადებითი ბალანსი (3:2) ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა მექტოქე მიტაკეუმი კატასუკაშის ილეთით დაამარცხა.

ქართველ სეკივატორს კუნთი აქვს გაწყვეტილი და გამაყუჩებლით ასპარეზობს. მორიგ შეხვედრას ტოჩინოშინი მეოთხე მაგეაშირა შოჰოზანთან გამართავს, რომელთანაც დადებითი ბალანსი 11:5-ზე აქვს.

რანგით მე-2 ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გაგამარუ, რომელმაც დღეს ამინიშიკი ვატაშიკომით დაამარცხა.

თეიმურაზ ჯუღელს 6 მოგება და 2 მარცხი აქვს, რითიც მეორე ადგილს იყოფს ხუთ სუმოისტთან ერთად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა კოსი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი

ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მოვლენები შემაშფოთებელია.„ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებშიც საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც იცით, ოპონენტები დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად, ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, – განაცხადა მარტა კოსმა.დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე ომი, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა და სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც. შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზეა ჩანიშნული.

ია მეტრეველი-ურიგო არ იქნებოდა “ქალბატონი” გიული ალასანიათი დაგვეწყო კორუფციასთან ბრძოლა , ასევე უგულავათი,კეზერაშვილით და ასე შემდეგ

,,ურიგო არ იქნებოდა "ქალბატონი" გიული ალასანიათი დაგვეწყო კორუფციასთან ბრძოლა , ასევე უგულავათი,კეზერაშვილით და ასე შემდეგ... ქვეყანას ნამდვილად ავაყვავებდით''-ამის შესახებ ია მეტრეველი სოციალურ ქსელში  წერს.

ექსკლუზივი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები” – “პრაიმ ტაიმმა” გახარიას მიმართვა მოიპოვა

"პრაიმ ტაიმმა" მოიპოვა გახარიას მიმართვა თანაპარტიელებისადმი, რომელიც მან პარტიულ ჩატში გააგზავნა."დილა მშვიდობის მეგობრებო, გუშინ საღამოს გაიმართა ჩვენი პარტიის პოლისტაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ისე საკრებულოს მანდატების გამოყენების საკითხი. ფაქტია, რომ პარლამენტის ბოიკოტმა, ოცნება ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ, აქამდე გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი გზა ოცნების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტსაბჭოსთან მსჯელობის შედეგად შევჯერდით, რომ პარტიამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები," -  ნათქვამია გახარიას მიერ გაგზავნილ მესიჯში.

სოზარ სუბარი: უნდა დავიცვათ სუვერენიტეტი და სამშობლოს ინტერესები. ამ შემთხვევაში ადამიანები, ვისაც ჩვენ „მეგობრებს“ ვუწოდებთ, იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოს პოზიციას მედიასთან ეხმიანება.„აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ქვეყნის ინტერესები და თუ რომელიმე ევროპელ ბიუროკრატს ეს არ მოეწონება, ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, შეეგუოს ამ ვითარებას და საქართველოს ესაუბროს ისე, როგორც თანასწორ პარტნიორ ქვეყანას.„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ღირსება. თუ დღეს ვინმეს ეს არ მოსწონს, იძულებული იქნება შეეგუოს და დაგველაპარაკოს, როგორც თანასწორ პარტნიორს. აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო. აღარ მოხდება ის, რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ოპოზიციონერები - რომ თუკი ევროპელი ბიუროკრატები გვეტყვიან, ცალ ფეხზე დადექითო, ჩვენც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ და ასე ცალ ფეხზე უნდა ვიყანყალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ვიღაც ევროპელ ბიუროკრატს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, სახელმწიფოს ინტერესები და ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ჩვენ "მეგობრებს" ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არამეგობრულად იქცევიან), იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს და არა ისე, როგორც თავიანთ ქვეშევრდომებს“, - განაცხადა სუბარმა.

ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება – რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება

ამინდის ახალ პროგნოზზე ,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში დოდო გვაზავა საუბრობს.ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - ნახეთ, რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება:

ბოლო სიახლეები