საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანულ „ჰამბურგში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Nieuwsblad ავრცელებს.
ექვსთვიანი საიჯარო ხელშეკრულება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. მას „გენტთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს დადებული.
მოგეხსენებათ, 22 წლის ფეხბურთელს „ცენტში“ თამაშის შესაძლებლობა აღარ ეძლეოდა.