სამშაბათი, მარტი 25, 2025

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი 50,021 შეადგენს, ტერიტორიის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 2.1%-ს, ანუ დაახლოებით ყოველ 50-ე ადამიანს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სულ 113 274 ადამიანი დაშავდა. მათივე განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები ან ხანდაზმული ადამიანები არიან.

„ბიბისის” ცნობით, ეს არის მხოლოდ საავადმყოფოებში რეგისტრირებული გარდაცვლილების მონაცემები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე, შესაბამისად, უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში – თეა წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ბადრი ჯაფარიძეს კი კომისია სთავაზობს, პარლამენტში 16-საათამდე მივიდეს და შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი, სისხლის სამართლის დანაშაულია.საგამოძიებო კომისიამ, დღეს, ნავთობკომპანია "მაგნატის" ჩამორთმევის საქმე განიხილა.მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი."ბატონმა მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე. ამას მან "ფეისბუკ" პოსტიც მიუძღვნა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, კომისიის წინაშე არგამოცხადება, კომისიის რომელიმე სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამისთვის გათვალისწინებულია ისეთი სასჯელი, როგორიც არის 1 წლამდე პატიმრობაც კი, მხოლოდ იმის გამო, რომ უარს იტყვის კომისიის სხდომაზე მოსვლაზე. ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის შეთავაზებაა, რომ 16:00 საათამდე დღეს გამოცხადდეს და მოგცეს განმარტება შპს "მაგნატის" საქმეზე. მით უფრო, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე ყოფილა ის ადამიანი, ვისაც მას შემდეგ, რაც ჯემალ ლეონიძემ დატოვა საპატიმრო და უკვე განიავებული დახვდა თავისი მრავალმილიონიანი ქონება, უთქვამს, რომ კეზერაშვილი თურმე არის ღმერთი, რომელმაც "თიბისი" ბანკი გადაარჩინა, რადგან სხვადასხვა ქონებები სწორედ "თიბისისგან" შეიძინა. ეს ქონება ყოველთვის იყო ხოლმე კერძო პირისგან წამოღებული და უდანაშაულო ადამიანისთვის წართმეული. ასეთ პირობებში, აუცილებელია, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე მობრძანდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სხვა გზა გვექნება სამწუხაროდ და იძულებულები ვიქნებით, რომ სხდომის დასასრულს მისი საქმეც, ხაზარაძის საქმის მსგავსად გადავაგზავნოთ პროკურატურაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბადრი ჯაფარიძე – ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის მიზანია ჩემი გაშავება

ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე ჩემი გაშავება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.ჯაფარიძე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.მსურს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო – მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად! მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში ჩემი, გაშავება.ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა“, – წერს ბადრი ჯაფარიძე. საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს და გამოიკითხა შპს „მაგნატის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც „თიბისი ბანკს“, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და დავით კეზერაშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს. სხდომაზე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიაში მისვლას და „ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი დააყენა კენჭისყრაზე, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება

საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება  - როგორც თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ „პალიტრავიდეო“-ს განუცხადა, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმი ამოქმედდება.„ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც,“ – აღნიშნავს სააგენტო.ამ ეტაპისვის უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი წესი, თუმცა ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

47 წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში და გამართლების შემდეგ 1,45 მილიონი დოლარის კომპენსაცია – ივაო ჰაკამატა რომელიც 1968 წელს დააკავეს თავისუფალია

იაპონელმა კაცმა, რომელმაც თითქმის 50 წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში გაატარა და შემდეგ გაამართლეს, კომპენსაციის სახით 217 მილიონი იენი - 1,45 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მისი ადვოკატის განმარტებით, ეს უმსხვილესი კომპენსაციაა, რომელიც იაპონიას კრიმინალურ საქმეზე გადაუხდია.89 წლის ივაო ჰაკამატა 1968 წელს, თავისი უფროსის, მისი ცოლისა და მათი ორი შვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მაგრამ გასულ წელს, ხელახალი სასამართლო პროცესის შემდეგ გაამართლეს.ჰაკამატას ადვოკატებმა მაქსიმალური კომპენსაცია მოითხოვეს და ამტკიცებდნენ, რომ 47 წლიანმა თავისუფლების აღკვეთამ, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დროით სიკვდილმისჯილ პატიმრად აქცია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზარალა.მოსამართლე კუნი კოშიმ, რომელმაც ორშაბათს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დათანხმდა იმ მოსაზრებას, რომ ივაო ჰაკამატამ "უკიდურესად მძიმე" ფსიქიკური და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათი დაფინანსება ნაწილობრივ აღდგა

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) ვალდებულება აიღო, გამოყოს „რადიო თავისუფლებისთვის“ (Radio Free Europe) იმ სახსრების ნაწილი, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა.როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ვაშინგტონში აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში იქნა მიღებული, სადაც „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეთანხმების საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს.„იმედი გვაქვს, ორი კვირით დაფინანსების გადახდა, რომელიც კონგრესმა „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყო, საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ, ვიდრე სასამართლო უფრო ფართო საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს“, – განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა.USAGM-მა განაცხადა, რომ მიიღო „დაუყოვნებლივი ადმინისტრაციული ზომები“ სახსრების გადახდის დასაწყებად, რაც 26 მარტამდე უნდა მოხდეს. „რადიო თავისუფლება“ სახსრებს თვის ბოლომდე მიიღებს.„რადიო თავისუფლება“ კვლავ ცდილობს, მიიღოს დანარჩენი სახსრები, რომელიც ეკუთვნის 2025 წლისთვის.ცნობისთვის, 15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელისთვის დაფინანსების სრული გაუქმების შესახებ. მანამდე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს.„რადიო თავისუფლებამ“ და „ამერიკის ხმამ“ დაფინანსების აღსადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

ბოლო სიახლეები