თურქეთი აგრძელებს დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებას, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ომის დასრულებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
ფიდანის თქმით, თურქეთი მკაცრად გმობს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს.
„ბატონი ფეზეშქიანის განცხადება – „ჩვენ არ დავესხმებით თავს, თუ თავად არ დაგვესხმებიან თავს. ბოდიშს ვიხდით თავდასხმისთვის“ – არის განცხადება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მესამე ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს“, – განაცხადა ფიდანმა.

