შაბათი, მარტი 7, 2026

ჯუანშერ ბურჭულაძე – მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები, რა მეთოდით შეაფასეთ? ეს არის დასკვნის გაყალბება – ხარჯებს რომ მითვლით, როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლით, ეს რა სამართალია?

მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები, რა მეთოდით შეაფასეთ? რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება – ხარჯებს რომ მითვლით, როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლით, ეს რა სამართალია? – ამ კითხვებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგენელს, ივანე ბედინაშვილს მიმართა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივანე ბედინაშვილი პროკურატურის მხრიდან მოწმის სახითაა წარმოდგენილი. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურის აუდიტმა შეისწავლა ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული პირების, მათ შორის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის, შემოსავლები და გასავლები.

მოწმის თქმით, კერძოდ, ისინი ადგენდნენ 2015 წლიდან თავდაცვის ექსმინისტრის ქონებრივ მდგომარეობას, აქტივებს, კრიპტოვალუტის წარმოშობის წყაროს და ა.შ. ასევე ადგენდნენ უძრავი და მოძრავი ქონებებიდან მიღებულ თანხებს.

ამასთან, სამსახურს უნდა დაედგინა ჯუანშერ ბურჭულაძის თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული შემოსავლები. მოწმე ივანე ბედინაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან დაკავშირებული პირები 2025 წლის მონაცემებით, მათ შორის ფლობდნენ 31 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას. 2024 წლის მდგომარეობით ფლობდნენ 41 ერთეულ უძრავ ქონებას, აღნიშნული ქონებიდან 15 ერთეული ქონება, ისეთი ქონება იყო, რომელსაც ფლობდნენ 2014 წელსაც.

მოწმის თქმით, 2024 წლის 8 თებერვლიდან 2025 წლის აგვისტომდე, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები ხელფასის სახით შეადგენდა 376 ათასზე მეტ ლარს.

„მათ შორის, აზარტული თამაშებიდან მიღებული თანხა შეადგენდა 800 000-ზე მეტ ლარს. ასევე, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენდა გაწეული თანხები.

უძრავი ქონებით მიღებულმა ხარჯმა რეალიზაციით მიღებულ თანხას გადააჭარბა 1 მილიონი ლარით. ჯამში ხარჯებმა შეადგინა 8 მილიონზე მეტი ლარი. 2015 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე, ბურჭულაძის და მისი ოჯახის მიერ მიღებული თანხები აღემატება 10 მილიონ ლარს“, – განაცხადა ივანე ბედინაშვილმა.

მოწმის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიმართ კითხვები ჰქონდა ბრალდებულ ექსმინისტრს. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ დასკვნით სასამართლოს შეცდომაში შეყვანა ხდება.

„მაინტერესებს, ხარჯები და შემოსავლები რა მეთოდით შეაფასეთ? მეთოდები არის აბსოლუტურად აცდენილი ერთმანეთში, ხარჯებს თვლიან სხვა მეთოდით, შემოსავლებს სხვა მეთოდით….

კითხვა – რატომ არის გაყალბებული დასკვნა? ეს არის დასკვნის გაყალბება. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია (მოწმისთვის). რატომ გასცდნენ დასკვნას და თანაც ისეთი ინტერპრეტაციით, რითაც შეცდომაში უნდა შეიყვანონ სასამართლო. რატომ არ არის მითითებული დასკვნაში ობიექტური მომენტები? რატომ არის დასკვნაში ინფორმაცია არასრულად მითითებული? აქ ნიუანსებზეა საუბარი და ვასაბუთებ იმას, რასაც ბრალდება მედავება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ბრალდება ლეგალიზაციაში უთვლის მისი შვილის, დავით ბურჭულაძის შემოსავლებსაც და ეს იმ ფონზე, როცა მის შვილს თანხას სიდედრი ურიცხავდა.

„ხარჯებს რომ მითვლის როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლის, ეს რა სამართალია, ბატონო მოსამართლევ? როცა თანამდებობაზე დავინიშნე, (თავდაცვის მინისტრობამდე) ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი ვფლობდი 7 ბინას. არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?” – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, ვლადიმერ ღუდუშაური.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

გაერო-ში ირანის ელჩი – არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურებით

გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში, ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.მისი თქმით, ირანი იძიებს ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.ამასთან, ირავანიმ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.„ირანი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად და მხოლოდ ირანის ხალხის ნებით — ნებისმიერი უცხოური ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ამირ საიდ ირავანიმ.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.კრემლის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. კრემლის ცნობით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით განაგრძონ.ცნობისთვის, მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს.

ვერონაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცერემონიაზე მონაწილე პარასპორტსმენების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა, იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი აინთო.წელს პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და სპორტის ექვს სახეობაში მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.შეჯიბრებაში მონაწილეობას ორი ქართველი პარასპორტსმენიც მიიღებს – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში გამოვა, ხოლო ლუკა ლომაია პარასნოუბურდში მიიღებს მონაწილეობას.ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება.

ემანუელ მაკრონი – გაერო-ს ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„გაერთიანებული ერების ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მე მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც დღეს მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა“, – აღნიშნა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი სირიისა და ლიბანის პრეზიდენტებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.„მიმდინარე დესტაბილიზაცია ტერორიზმს სივრცეს არ უტოვებს. საფრანგეთი ამას უზრუნველყოფს,“ — განაცხადა მაკრონმა.მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

ბოლო სიახლეები