ორშაბათი, მარტი 2, 2026

ჯუანშერ ბურჭულაძე: ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

„ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება 2 მარტს საქართველოში

2 მარტი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, ზოგან -16°-მდე, დღისით -5, 0°.

ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთზე – მზად ვართ გავუზიაროთ გამოცდილება, დავეხმაროთ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ – მნიშვნელოვანია, ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის საბრძოლო მასალისგან სრული დაცვის უზრუნველყოფა, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც უკრაინაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ.ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებით.„ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედებისგან" 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობა - ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრას. რეგიონში ზოგიერთმა "შაჰედის" ტიპის დრონმაც გაარღვია საჰაერო თავდაცვა.ყველას ხედავს, რომ ჩვენი თავდაცვის გამოცდილება, მრავალი თვალსაზრისით, შეუცვლელია. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ეს გამოცდილება, მზად ვართ დავეხმაროთ იმ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ ამ ზამთარში და ამ ომის განმავლობაში", - აცხადებს ზელენსკი.მან დასძინა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას.„მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაფიო პოზიცია ადამიანებისა და სიცოცხლის მხარდასაჭერად.... მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გადაწყვეტილებამ და მსოფლიოში ყველას გადაწყვეტილებამ ნამდვილად იმუშაოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ თეირანში საელჩოს ხურავენ, ელჩს და ყველა სხვა დიპლომატს გაიწვევენ.ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად ირანის „აშკარა სარაკეტო თავდასხმები“ დაასახელა.არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყანაში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა.

ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა

ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა.როგორც სახელმწიფო სატელევიზიო არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მაუწყებლის კომპლექსის ნაწილზე თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.„მაუწყებლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება და ჩვენი კოლეგები შესაძლო დაზიანებებს აფასებენ“, – განაცხადა წამყვანმა.ისრაელმა თეირანში მდებარე ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა გასული წლის ივნისშიც დაბომბა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის ხალხს

მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანის ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის.„თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ“, – აღნიშნავს ერდოღანი.

ბოლო სიახლეები