სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ჯო უილსონი – ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანოს ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე

„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის, ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება, მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და აშშ-ის ხალხის ურთიერთსასარგებლოდ, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვისას განაცხადა.

„155 დღეზე მეტია, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის მომავლისა და მათი ერის სულისკვეთების დასაცავად. ისინი გამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ატარებენ ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბანერებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა, ივანიშვილმა, მიიყვანოს მათი ქვეყანა ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე. საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო უილსონმა.

უილსონის თქმით, მისი სამი ვაჟი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ავღანეთსა და ერაყში.

„მე შესაძლებლობა მქონდა, მენახა, რამდენად მამაცები და კომპტენეტურები არიან ქართველი ჯარისკაცები. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. 2020 წელს მოხარული ვიყავი, რომ ვუძღვებოდი სენატის რესპუბლიკელთა კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშს მაშინდელი თავმჯდომარის, ამჟამად სპიკერ მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, რომელშიც მოვუწოდებდით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რესპუბლიკელებმა მაშინვე დაინახეს ამ ბანდიტისა და მისი თანამზრახველების მიერ შექმნილი საფრთხე. „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ უარი თქვეს ამერიკული კომპანიების შემოთავაზებებზე მათი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის და პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ყველა მნიშვნელოვანი სამშენებლო კონტრაქტი, რომელიც 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, გადაეცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ან ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. ეს ბლოკავს ამერიკას შუა დერეფნიდან და ჭრის სახმელეთო წვდომას ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე, რომლებსაც დამატებით სურთ, იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურად ავრცელებს ანტიამერიკულ პროპაგანდას, ადანაშაულებს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს და ძალიან დაფასებულ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს კორუფციაში და „დიფ სტეიტის“ მარიონეტად ყოფნაში“, – განაცხადა ჯო იულსონმა.

მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ მარიონეტი იყო.

„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა: „ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა მიუნხენში: „შეუძლებელია, დემოკრატიული მანდატის მოპოვება თქვენი ოპონენტების ცენზურით ან დაპატიმრებით. ასევე შეუძლებელია ამის მიღწევა თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვის აქვს უფლება, იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი?“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება. მე მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ურთიერთსასარგებლოდ“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები