რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
უილსონის თქმით, „ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“.
„ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“, – წერს ჯო უილსონი.