ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ მსვლელობას გამოეხმაურა.
როგორც ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, მამაც ქართველ ხალხს ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ.
„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომლებსაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობას, მიყიდოს საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას!“, – დაწერა ჯო უილსონმა.