თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას დაესხმება თავს, რუსეთი პასუხს აგებს და ამას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„თუ რუსეთი გულწრფელად განწყობილია, უსაფრთხოების სფეროში შემაშფოთებელი საკითხები დიალოგის გზით გადაწყვიტოს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ კეთილსინდისიერად ჩართულობას. თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას დაესხმება თავს, რუსეთი პასუხს აგებს და ამას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ყველა სცენარისთვის მზადებას აგრძელებენ.
