ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდა.
67 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა – ფინალურ ბლოკში ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახი მაულკანოვი 7:2 დაამაცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
63 კგ-ში საქართველოს სახელით ბექა გურულმა იჭიდავა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.