ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ უკრაინას ახლა ევროპაში ყველაზე დიდი ჯარი ჰყავს. ამის შესახებ შაჰინმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, განსაზღვროს უკრაინის ჯარის ქმედება, მიუღებელია.
„უკრაინას ახლა ჰყავს ყველაზე დიდი ჯარი ევროპაში. ისინი ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულები არიან. ჩვენ გვსურს, რომ ეს არმია მოკავშირეების მხარეს იყოს და მომავალ კონფლიქტში ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ერთად იბრძოლოს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დაცულია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი დაცულია“, – განაცხადა შაჰინმა.

