სასაცილოა, რომ ჩემს პრეზიდენტს პრორუსობაში ადანაშაულებენ, ჩემი პრეზიდენტი ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტი პრესკონფერენციისას განაცხადა.
როგორც ვენსმა აღნიშნა, ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა.
„სასაცილოა, რომ ადამიანები, მაგალითად, ჩემს პრეზიდენტს ადანაშაულებენ პრორუსობაში. ჩემი პრეზიდენტი ევროპას ენერგიისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებით უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსოფლიოში. ეს ასუსტებს რუსეთს, რადგან ჩვენ გვსურს, ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს ჰქონდეთ გონივრული ენერგეტიკული პოლიტიკა, რათა მათი მომხმარებლები ნაკლებს იხდიდნენ. ასევე, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კონფლიქტი მოხდება, შეეძლოთ ჩვენზე და არა სხვა ქვეყანაზე დაყრდნობა ენერგიის მისაღებად. ამიტომ ჩემთვის ძალიან ირონიულია, რომ ხშირად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ადანაშაულებენ, არიან პირები, რომლებმაც თავიდანვე შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი ეკონომიკა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

