აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი არსად მიდის.
მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოსტს არ დატოვებს, თუმცა უწყებაში ნაკლებ დროს გაატარებს, რადგანაც მას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს.
ვენსმა აღნიშნა, რომ პოსტს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც შეინარჩუნებს, რომელიც ე.წ. სიგნალ-სასაუბროს სკანდალში ფიგურირებს.
ცნობისათვის, ერთი თვის წინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა დახურულ სასაუბრო ჯგუფში შეცდომით გამოცემა „ატლანტიკსის“ მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა. სასაუბრო ჯგუფში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, თავდაცვის მდივანი, იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ.